სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

შალვა გაჩეჩილაძე მსოფლიოს თასის ეტაპის გამარჯვებულია

თარიღი: 2017 ივნისი 26

22-25 ივნისს, კაჭრეთის "ამბასადორმა" უმასპინძლა მსოფლიოს თასის ეტაპს, კავკასიის ლიგის გათამაშებას ცხენოსნობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო  საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის და უკრაინის 20-მა ცხენოსანმა. შეჯიბრება ჩატარდა დაბრკოლებების გადალახვაში. ტურნირის საპრიზო ფონდი იყო 5 ათასი დოლარი. 

ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ ორ დისციპლინაში - პატარა კლასში და რთულ კლასში. პატარა კლასში ჩემპიონი გახდა თორნიკე პაპიშვილი, ვერცხლის მედალი გეგი მეტონიძემ დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაო გიორგი ძინძიბაძემ. რთულ კლასში ოქროს მედალი მოიპოვა შალვა გაჩეჩილაძემ, მეორე აზერბაიჯანელი ლაშა სამედოვი იყო, მესამე ასევე აზერბაიჯანელი რაჰიდ ისმაილოვი.

კავკასიის ლიგა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება, საუკეთესო შედეგის მქონე ერთი სპორტსმენი მოიპოვებს მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპის საგზურს, რომელიც 2018 წელს ჩატარდება. მსოფლიოს თასის მომდევნო ეტაპს თბილისი სექტემბერში მიიღებს. 

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 21
23-29 ივლისს უნგრეთის ქალაქი დიორი ევროპის XIV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. საქართველოს გუნდის გაცილების საზეიმო ცერემონია დღეს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 21
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ახალგაზრდა სპორტსმენთა კონტინენტური შეჯიბრებაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 20
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ორწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება - XIV თამაშებს უნგრეთის ქალაქი დიორი 23-30 ივლისს უმასპინძლებს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 18
ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 10
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს საქართველოს 2016 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი, მსოფლიო თასის მორიგ ეტაპში გამარჯვებული, მოფარიკავე ირმა ხეცურიანი მოინახულა. მინისტრთან ერთად ირმას მისი თანაგუნდელი ნინა თიბილაშვილიც ესტუმრა.