სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ძალოსნობა: მინისტრმა მსოფლიოს ჩემპიონებს და პრიზიორებს უმასპინძლა

თარიღი: 2017 ივნისი 26





სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღეს საქართველოს ახალგაზრდა ძალოსანთა ნაკრების წევრებს და ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.

ახალგაზრდა ძალოსნებმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ორჭიდში სამი მედალი მოიპოვეს: რეზი დავითაძის (85კგ; ჯამში 347კგ) ბრინჯაოს შეჯიბრების ორ უკანასკნელ დღეს დავით ხეცურიანმა (105კგ; 368კგ) და გიორგი ჩხეიძემ (+105კგ; 406კგ) ორი ვერცხლის მედალი დაურთეს.

ორჭიდში მოპოვებული მედლების გარდა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორი ოქროს და ამდენივე ბრინჯაოს მედალი მოიგო. ატაცში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ რეზი დავითაძე (162კგ) და დავით ხეცურიანი (173კგ), ხოლო მძიმე წონაში გიორგი ჩხეიძემ ატაცსა და აკვრაში მოიპოვა ბრინჯაო - შესაბამისად 184კგ და 222კგ დაძლია.

„ჩვენი სპორტისთვის გაზაფხული ძალიან წარმატებული გამოდგა: რამდენიმე სახეობაში ვიზეიმეთ ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მოგება და სასიხარულოა, რომ ქართველი ათლეტების წარმატებული სვლა ზაფხულშიც გრძელდება. სასიამოვნო ტრადიციას აგრძელებენ ძალოსნები - ისინი ყველა შეჯიბრებიდან უმაღლესი სინჯის მედლებით ბრუნდებიან და ასე მოხდა იაპონიაშიც, სადაც მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს, რა თქმა უნდა, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის, პირადად პრეზიდენტის ბატონი კახი კახიაშვილის და მისი გუნდის დამსახურებაა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებ. ძალოსნების ასეთი წარმატებები ხელს უწყობს საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებას, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ფედერაციის ძალისხმევით ჩვენს ქვეყანას ყოველ წელს ძალოსნობის რამდენიმე კეთილმოწყობილი დარბაზი ემატება. ასეთი ნაბიჯები ძალოსნობის მხარდაჭერისთვის განგვაწყობს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ახალგაზრდა ძალოსნებს ამ წარმატებას და წლის ბოლომდე არაერთი მედლის მოგებას ვუსურვებ"! - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„მსოფლიოს შარშანდელი ახალგაზრდული ჩემპიონატისგან განსხვავებით, რომელსაც შარშან ვუმასპინძელთ, ჩვენმა გუნდმა ერთით მეტი, შვიდი მედალი მოიგო! მიუხედავად იმისა, რომ ორჭიდის ჯამში ოქროს ვერ დავეუფლეთ, ატაცში მოვიგეთ ორი ოქრო. საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა ზუსტად იციან იმ პრობლემის შესახებ, რაც გამოსასწორებელი გვაქვს და მჯერა, მომავალი ტურნირების წინ სპორტსმენები მაქსიმალურად კარგად იქნებიან მომზადებულნი. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო იაპონიაში საქართველოს ელჩს, იაპონიაში შეკრებაზე მყოფ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს და ქართველ სუმოისტებს, რომლებიც შეჯიბრების დღეებში მხურვალედ ქომაგობდნენ ჩვენს ძალოსნებს. უკვე დაიგეგმა საწვრთნელი შეკრებები იაპონიაში, რაც ჩვენს სპორტსმენებს ტოკიოს ოლიმპიადისთვის კარგად მომზადებაში ხელს შეუწყობს", - განაცხადა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა.

„ატაცში 173კგ დავძლიე და მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი მოვიპოვე, ორჭიდის ჯამში კი 368კგ-ით - ვერცხლი. წლის ბოლომდე რამდენიმე შეჯიბრება მელის და ვეცდები ეს შედეგები გავაუმჯობესო", - განაცხადა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა დავით ხეცურიანმა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა: გოგონათა შორის 90კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ანასტასია გოტფრიდმა მოიგო!
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 01
აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. 62 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა შოთა მიშველიძემ და ორჭიდის ჯამში 298 კილოგრამი დაძლია.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 29
26-29 ნოემბერს ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში, პნევმატური პისტოლეტიტან სროლაში, ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონის, შოთა ქველიაშვილის სახელობის ტრადიციული მემორიალური ტურნირი და ასევე  საქართველოს ღია პირველობა გაიმართა მამაკაცთა და ქალთა შორის.