სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

პარასპორტი: მინისტრმა მსოფლიო თასის გამარჯვებული ირმა ხეცურიანი ინახულა

თარიღი: 2017 ივლისი 10


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს საქართველოს 2016 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი, მსოფლიო თასის მორიგ ეტაპში გამარჯვებული, მოფარიკავე ირმა ხეცურიანი მოინახულა. მინისტრთან ერთად ირმას მისი თანაგუნდელი ნინა თიბილაშვილიც ესტუმრა.

ირმამ მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მოიგო. ფინალში მან მაღალი სიცხით იასპარეზა და ავადმყოფობის მიუხედავად, ტაილანდელი მეტოქე 15:8 დაამარცხა. ქართველმა პარასპორტსმენმა კარიერაში მეექვსედ მოიგო მსოფლიო თასის ეტაპი. ეს მისი მეორე გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში - მარტში ირმამ იტალიის ქალაქ პიზაშიც გაიმარჯვა. სამშობლოში დაბრუნებულ ირმას სარეაბილიტაციო კურსის გავლა საავადმყოფოში მოუხდა.

ირმასთან ერთად პოლონეთში წარმატებას მიაღწია ნინო თიბილაშვილმაც, რომელმაც ოქროს და ვერცხლის მედლები მოიგო.

„ბოლო პერიოდში ჩვენი სპორტსმენები დიდი წარმატებებით გვანებივრებენ და მიხარია, რომ მათ პარასპორტსმენებმაც მიბაძეს. ირმამ პოლონეთში ნამდვილი გმირობა ჩაიდინა, როცა მაღალი სიცხის მიუხედავად ასპარეზობას არ გამოეთიშა და მეტიც, ფინალში გასულმა ოქროს მედალი მოიპოვა. ეს უდავოდ განსაკუთრებული შემთხვევაა და მინდა ირმას ამ გმირობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობის და ქების ღირსია ნინო თიბილაშვილიც, რომელიც პოლონეთიდან უმაღლესი სინჯის მედლით დაგვიბრუნდა. შარშან, რიოს პარალიმპიადაზე ოქროს მედალი ჩვენმა ძიუდოისტმა მოიგო, ჩვენი პარამოფარიკავეების ბოლოდროინდელი წარმატებები კი ნამდვილად მაძლევს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეტ წარმატებაზე ფიქრის საბაბს. მსურს ირმას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, მას და ნინოს კიკიდევ უფრო დიდი წარმატებები", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„პოლონეთში მართლაც მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, თუმცა ვძლიე საკუთარ თავს და ოქროს მედალი მოვიპოვე. ძალიან გამიხარდა მინისტრის სტუმრობა. მსურს მადლობა გადავუხადო მას ამ ყურადღებისთვის", - განაცხადა ირმა ხეცურიანმა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 25
22-24 სექტემბერს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ტურნირს უმასპინძლა. იტალია, ბელარუსი, ხორვატია და მასპინძელი საქართველო - ამ გუნდებმა ითამაშეს თბილისში.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 22
ნახევარმარათონში მონაწილეობას 50-მდე მონაწილე მიიღებს. აღსანიშნავია, რომ გარბენზე დარეგისტრიდნენ ესტონეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადეგნლებიც.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 21
21 სექტემბერს სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში" მდებარე ფრენბურთის არენაში ჩატარდა ტაეკვონდოს სემინარი ქართველი მწვრთნელებისთვის. 30-მდე ქართველ სპეციალისტს სემინარი ჩაუტარა სამხრეთ კორეიდან ჩამოსულმა ორმა სპეციალისტმა - ლიმ ჯაე ჰიონმა (მე-7 დანი) და ჯიონგ სუნგ კიმმა (მე-6 დანი).
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 21
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხევედრა 22 სექტემბერს იტალიის ეროვნულ გუნდთან ელის, მატჩი 17:00 საათზე დაიწყება, 23 სექტემბერს ასევე 17:00 საათზე გაიმართება საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების მატჩი, 24 სექტემბერს კი საქართველო ბელარუსთან ითამაშებს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 20
გორის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში ახალი სასწავლო წლის პრეზენტაცია გამართეს.