სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფოთის მე-4 სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი მოეწყო

თარიღი: 2017 ივლისი 18



ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა. სპორტული დარბაზის გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე რევაზ ჯაველიძესთან ერთად, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ფოთის ვიცე-მერი ლევან ჩოჩია, მერიის წარმომადგენლები, ძალოსნობის სექციის მწვრთნელები, სპორტსმენები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის ძალოსნობაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ჩხეიძე.

იხილეთ ფოტოგალერეა


აღსანიშნავია, რომ ფოთის მერიის დახმარებით, 2017 წელს მე-4 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ძალოსნობისა და ფიტნესის, ასევე კრივის სავარჯიშო და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო ინფრასტრუქტურა მოეწყო, ძალოსნობის ფედერაციამ კი დარბაზი თანამედროვე სპორტული ინვენტარით მოამარაგა.

დღეისათვის, ფოთის ახალ სპორტული დარბაზის ძალოსნობის სექციაში 30 ახალგაზრდა ვარჯიშობს, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ძალოსნობისთვის უკვე 28 სპორტული დარბაზი მოეწყო.



ტარიელ ხეჩიკაშვილი: „სპორტულ ფედერაციებთან ერთად, ძალზე მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის კეთოლმოწყობას ისახავს მიზნად. სტატისტიკურად ცნობილია, რომ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები დიდწილად სწორედ რეგიონებიდან მოდიან. სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ სპორტული დარბაზების კეთილმოწყობას და მსაქსიმალურად ვცდილობთ რეგიონების თანამედროვე ინვენტარით მომარაგებას.

ამჯერად, ძალოსნობის ფედერაციასთან ერთად ფოთს ვესტუმრეთ, სადაც კეთილმოეწყო სპორტულ დარბაზი და არაერთ ახალგაზრდას მიეცემა საუკეთესო პირობებში ვარჯიშის საშუალება. სასიხარულოა, რომ ძალოსნობის ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიცალიტეტების  დახმარებით საქართველოს მასშტაბით უკვე 30-მდე ახალი სპორტული დარბაზი მოეწყო, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება"

კახი კახიაშვილი: „ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩვენ კიდევ ერთი ახალი დარბაზი გავხსენით რეგიონში, ამჯერად ფოთში. ეს არის სპორტის სამინისტროს, ძალოსნობის ფედერაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი ასეთი დარბაზი კეთილმოვაწყოთ და შევქმნათ სავარჯიშო პირობები რადგან, სწორედ ასეთი დარბაზებიდან შესაძლოა გაიზარდნონ მომავალი ევროპის, მსოფლიოსა თუ ოლიმპიური ჩემპიონები. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია ის რომ, ჩვენი ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას საქართველოში და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ სპორტში."





ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.