სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

დიორი 2017 - პირველი ქართული მედალი ბექა წიფიანმა მოიპოვა

თარიღი: 2017 ივლისი 26



(უნგრეთში ქართველ სპორტსმენებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გულშემატკივრობს)

უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ევროპის ახალგაზდულ ოლიმპიურ ფესტივალზე  საქართველოს გუნდს პირველი მედალი ძიუდოისტმა ბექა წიფიანმა (55კგ) მოუტანა. 

ფინალურ შეხვედრამდე ბექამ 4 მეტოქე - შვედი ემილ ჰენრიკსონი, კვიპროსელი ლუკა ლუკასი, მოლდოველი ადილ ოსმანოვი და უკრაინელი ოლეგ ვერედიბა დაამარცხა.  ფინალურ შეხვედრაში კი თურქ ძიუდოისტთან, მირაჯ აკუსთან წააგო და საქართველოს დელეგაციას  ვერცხლის მედალი მოუპოვა.

დღესვე გიორის ტატამზე გავიდა გოგა ჩხაიძე (50კგ).  საქართველოს ნაკრების ყველაზე მცირეწონიანმა წევრმა უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი მეორე შეხვედრაში დაკარგა, როდესაც ბელარუსის წარმომადგენელთან დამარცხდა, თუმცა ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა. აქ ბექამ პირველი შეხვედრა ესპანელ ჟაუმ ბერნაბეურიკოს ვაზარით მოუგო, შემდეგ კი ბულგარელ  ლუბოსლავ გრიგოროვთან იპონით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ხვალ  ფესტივალში კიდევ 3 ქართველი ძიუდოისტი ჩაებმება: ეკატერინე ტატუნაშვილი (52 კგ), გურამ ძავაშვილი (60 კგ) და გიორგი ჩიხელიძე (66 კგ).

სპორტის სხვა სახეოებების წარმომადგენელთაგან ფინალულ ეტაპზე გასვლა ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა. პირველივე წრეში დამარცხდნენ ჩოგბურთელები, საკვალიფიკაციო შეჯიბრება ვერ გაიარეს მოცურავეებმა, კანოისტებმა, ველოსიპედისტებმა  და მძლეოსანთა იმ ნაწილმა, რომლებმაც უკვე დაამთავრეს შეჯიბრება.

 

www.geonoc.org.ge

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.