სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

დიორი 2017: ქართული ჰიმნი დიორის ოლიმპიურ პარკში - გიორგი ჩიხელიძე ჩემპიონია!

თარიღი: 2017 ივლისი 27


გიორგი ჩიხელიძე (მარცხნიდან მეორე) დიორი 2017ის პირველი ქართველი ჩემპიონია!

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველთაგან მეორე მედალი, ამჯერად ოქროსი, კვლავ ძიუდოისტმა მოიპოვა. დიორის ოლიმპიურ პარკში საქართველოს ჰიმნი 66კგ წონაში მოასპარეზე გიორგი ჩიხელიძის გამარჯვების აღსანიშნავად აჟღერდა!

ფესტივალის მესამე დღეს ქართველი ძიუდოისტები (გოგონა და ორი ვაჟი) სამ წონით კატეგორიაში (52, 60 და 66 კგ) გამოვიდნენ.

გიორგი ჩიხელიძემ ფინალურ შეხვედრამდე ოთხი მეტოქე დაამარცხა - ფინელი რუპ კორონენი, აზერბაიჯანელი გნიაზ მაჰმუდლუ, რუსეთის წარმომადგენელი კარენ გალსტიანი და ბელგიელი მალიკ უმაიევი (იპონით). საჩემპიონო ბრძოლაში მისი მეტოქე მოლდოველი პეტრუ პელივანი გახლდათ. ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ ვაზარი აიღო, მერე მოლდოველი ისევ ტატამზე დასცა, შებოჭა და 3 წუთსა და 44 წამში წმინდა გამარჯვება მოიპოვა!

ფესტივალის ქართველ ჩემპიონს და 66კგ წონის სხვა პრიზიორებს მედლები საქართველოს ეროვნული ოლიმპირი კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გადასცა.

გურამ ძავაშვილმა (60კგ) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახა, მაგრამ მეორე შეხვედრა აზერბაიჯანელ ვუსალ იბრაჰიმოვთან დათმო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ოლიმპიურ ფესტივალზე ძუდოისტი გოგონებიდან დებიუტი ჰქონდა 52კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეკატერინე ტატუნაშვილს. მან პირველი შეხვედრა სლოვენიელ თანატოლს იპონით მოუგო, შემდეგ კი რუს დარია კაშინასთან დამარცხდა.

დღეს, 27 ივლისს დიორის ოლიმპიურ ტატამზე თინათინ რევაზიშვილი (57კგ), მარიამ ჭანტურია (63კგ), ლევან ფსუტური (73 კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) გავლენ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.