სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

დიორი 2017: მარიამ ჭანტურიას ოქრო და ვლადიმერ ახალკაცის ბრინჯაო

თარიღი: 2017 ივლისი 28


დიორი 2017-ის მესამეადგილოსანი ვლადიმერ ახალკაცი და ჩემპიონი მარიამ ჭანტურია

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს გუნდს ძიუდოისტებმა კიდევ ორი მედალი შემატეს - 27 ივლისს თავი გამოიჩინეს მარიამ ჭანტურიამ (63კგ) და ვლადიმერ ახალკაცმა (81კგ). მარიამმა ყველა მეტოქე დაჯაბნა და დიორში მეორედ ააჟღერა საქართველოს ჰიმნი, ახალკაცი კი ბრინჯაოს დაეუფლა.

მარიამ ჭანტურიამ საჩემპიონო გზა ბრწყინვალედ გაიარა: პირველ წრეში ხორვატი ლუსია გლუმაკი შებოჭა, შემდეგ კი პორტუგალიელი ჟოანა კრისოსტომო. ნახევარფინალში ჩვენმა ძიუდოისტმა კოსოვოს წარმომადგენელს ლაურა ფაზლიუს დამატებით დროში იპონით სძლია.

დაძაბული გამოდგა ფინალური შერკინება: მარიამი ევროპის ორგზის ჩემპიონს, სერბ ანია ობრადოვიჩს დაუპირისპირდა, ბოლო წამებზე მეტოქეს ვაზარი აუღო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

ვლადიმერ ახალკაცმა (81კგ) დილის პროგრამაში ორი შეხვედრა მოიგო, 1/4-ფინალში კი მოლდოველ იუგენ მატვეიციუსთან დამარცხდა, თუმცა მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟში განაგრძო. დამამშვიდებელ ჯგუფში ახალკაცმა სამი შეხვედრიდან სამივე იპონით მოიგო და საქართველოს გუნდს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

დღესვე ტატამზე საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი გავიდა - ლევან ფსუტური (73კგ) და თინათინ რევაზიშვილი (57კგ), მაგრამ მედალს ვერცერთი შეწვდა. ფსუტურმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, შემდეგ რუს თანატოლთან დანილ მატვეევთან დამარცხდა და დამამშვიდებელ წრეში გადაერთო. რეპეშაჟში ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, როდესაც წამები აშორებდა ბრინჯაოს მედალს, სამწუხარო მარცხი იწვნია და ასპარეზობა მეხუთე ადგილით დაამთავრა. თინათინ რევაზიშვილმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება შეძლო.

სადღეისოდ საქართველოს დელეგაციას 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს და საერთო ჩათვლაში მე-12 ადგილზეა.

დღეს, 28 ივლისს ძიუდოისტთა ტურნირის ბოლო დღეს, მედლებისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან ევროპის წლევანდელი ჩემპიონი სოფიო სომხიშვილი (+73კგ), მიხეილ ბექაური (90კგ) და ლევან ჭელიძე (+100კგ).

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.