სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კაიაკი და კანოე: ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

თარიღი: 2017 აგვისტო 29


ზაზა ნადირაძე პირველი ქართველი ნიჩბოსანია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მედალი მოიგო! 23 წლის სპორტსმენმა ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში, ერთადგილიანი კანოეთი მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლით დაიმშვენა მკერდი!

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ბელარუსმა არტიომ კოზირმა მოიპოვა. მან 200-მეტრიანი დისტანცია 38,161 წამში დაფარა. ზაზა გამარჯვებულს მცირედით ჩამორჩა - 38,439 წამი, მესამე ადგილი კი ირანელმა ადელ მოჯალალიმოჩადამიმ მოიგო - 38,605წმ.

პირველ დიდ წარმატებას მცხეთელმა სპორტსმენმა 2014 წელს მიაღწია: გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა, იმავე წელს, უნგრეთში, 23-წლამდელთა ევროპირველობაზე კი მესამე ადგილი დაიკავა. მისი ეს ბრინჯაოს მედალი ქართველი ნიჩბოსნებისთვის პირველი ჯილდო გახლდათ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში... 2016 წელს ზაზამ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება იზეიმა: კიდევ ერთხელ მოიგო ბრინჯაო 23-წლამდელთა ევროპირველობაზე, წლეულს, ევროპის ჩემპიონატზე კი კვლავ მესამე იყო...

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით კიდევ ორმა სპორტსმენმა იასპარეზა. მარიამ ქერდიკაშვილმა და ნატო ჩხუტიაშვილმა ორადგილიანი კანოეთი 500 მეტრზე დისკვალიფიკაცია მიიღეს, ქერდიკაშვილმა კი ერთადგილიანით 200 მეტრზე საკვალიფიკაციო მე-7 ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალში გადასულმა ისევ მე-7 ადგილი დაიკავა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 08
7-12 ნოემბერს, იტალიის დედაქალაქი რომი მასპინძლობს პარამოფარიკავეთა მსოფლიოს პირველობას, სადაც მედლებისთვის ქართველი სპორტსმენებიც იბრძვიან.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 07
კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში 2-5 ნოემბერს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტაეკვონდოში ახალგაზრდებს შორის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ზურაბ კინწურაშვილმა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 06
საქართველოს პარაფრენბურთელთა ნაკრები 6 ნოემბერს ხორვატიაში, ქალაქ პორეჩში ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას გამართავს. ქართველი სპორტსმენები სადებიუტო მატჩში ევროპის მოქმედ ჩემპიონებს, რიო დე ჟანეიროს პარალიმპიური თამაშების ვიცეპ-ჩემპიონ ბოსნიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
2017-2018 წლების სეზონი საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა სპორტის ისეთი სანახაობითი სახეობისათვის, როგორიც ფიგურული ციგურაობაა.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 23
ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 27 მედალი მოიპოვეს, რაც მედლების რაოდენობის მხრივ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.