სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

თარიღი: 2017 სექტემბერი 07


7 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, დიღომში მდებარე ოლიმპიურ აუზზე საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებს,  მწვრთნელებთან და ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდა. მინისტრი ნაკრების ვარჯიშს დაესწრო და გუნდის წევრებს ევროპის  ჩემპიონატზე გამგზავრების წინ წარმატება უსურვა.

17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები მალტაზე, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ 8 სექტემბერს მიემგზავრება. ევროპის ჩემპიონატი 17-წლამდელთა შორის 10-17 სექტემბერს გაიმართება, ჩემპიონატში სულ 16 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

საქართველო C ჯგუფში ითამაშებს სერბეთის, საფრანგეთისა და მალტის წინააღმდეგ. ჯგუფური ეტაპიდან, პლეი-ოფში 2-2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა. ევროპის ჩემპიონატზე „ლენის" წყალბურთის კომიტეტის ტექნიკურ დელეგატად მიწვეულია საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე, ჩემპონატზე იმსაჯებს ქართველი მსაჯი ვახტანგ მებუკე.

17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა

გიორგი ბარაბაძე,  დავით ცხაკაია (კაპიტანი), თორნიკე  დიასამიძე, კახა სამყურაშვილი,  ვიტალი მემანიშვილი, ლევან ხოხაშვილი, საბა დვალი, გურამ კუჭუაშვილი, ნიკოლოზ იმნაიშვილი, თემურ ჭეიშვილი, თორნიკე ხვინგია, გიორგი ქათამაძე, ნიკოლოზ ქარჩავა. 
მთავარი მწვრთნელი - რევაზ ჩომახიძე
ასისტენტი - თამაზ კუტივაძე



10 სექტემბერი


სერბეთი - საქართველო

11 სექტემბერი

საფრანგეთი - საქართველო

12  სექტემბერი

მალტა - საქართველო  



სამინისტროს პრესსამსახური                                                                                                  

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 21
21 სექტემბერს სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში" მდებარე ფრენბურთის არენაში ჩატარდა ტაეკვონდოს სემინარი ქართველი მწვრთნელებისთვის. 30-მდე ქართველ სპეციალისტს სემინარი ჩაუტარა სამხრეთ კორეიდან ჩამოსულმა ორმა სპეციალისტმა - ლიმ ჯაე ჰიონმა (მე-7 დანი) და ჯიონგ სუნგ კიმმა (მე-6 დანი).
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 21
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხევედრა 22 სექტემბერს იტალიის ეროვნულ გუნდთან ელის, მატჩი 17:00 საათზე დაიწყება, 23 სექტემბერს ასევე 17:00 საათზე გაიმართება საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების მატჩი, 24 სექტემბერს კი საქართველო ბელარუსთან ითამაშებს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 20
გორის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში ახალი სასწავლო წლის პრეზენტაცია გამართეს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 15
ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის არენას ოლიმპიური ჩემპიონის, ვაჟა კაჭარავას სახელი მიენიჭა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 14
2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს პარიზი, 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებს - ლოს-ანჯელესი. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა პერუს დედაქალაქ ლიმაში დღეს დაწყებულ სოკ-ის 131-ე სესიაზე.