სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სოკ-ს სესიის ისტორიული გადაწყვეტილება: 2024-პარიზი, 2028-ლოს-ანჯელესი

თარიღი: 2017 სექტემბერი 14



2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს პარიზი, 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებს - ლოს-ანჯელესი. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა პერუს დედაქალაქ ლიმაში დღეს დაწყებულ სოკ-ის 131-ე სესიაზე.

„ვულოცავ პარიზ-2024-ს და ლოს-ანჯელეს-2028-ს. ეს არის ისტორიული ორმაგი არჩევანი, ეს არის წაუგებელი სიტუაცია ქალაქ პარიზისთვის, ქალაქ ლოს-ანჯელესისთვის და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის, - განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა, - ძნელი წარმოსადგენია უკეთესი რამ. ოლიმპიური თამაშებისა და მთელი მსოფლიოს სპორტსმენებისთვის მომავალი 11 წლის განმავლობაში სტაბილურობის უზრუნველყოფა - ეს არის რაღაც ექსტრაორდინალური."

როგორც თომას ბახმა აღნიშნა, ორი უდიდესი ქვეყნის  ამ ორ  ორ უდიდეს ქალაქს ზურგს უმაგრებს უდიდესი ოლიმპიური ისტორია. ორივე ქალაქი საოცარი ენთუზიაზმით ეკიდება ოლიმპიურ თამაშებს და ფანტასტიკურად უკაფავს გზას ოლიმპიურ სულისკვეთებას.

პარიზისა და ლოს-ანჯელესის მერებმა - ანე იდალგომ და ერიკ გარსეტიმ მადლობა გადაუხადეს სოკ-ის წევრებს მხარდაჭერისათვის და გამოთქვეს რწმენა, რომ მომავალი ოლიმპიური თამაშები წარმატებით ჩაივლის.

დღევანდელი არჩევნების შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც წლეულს ივნისში გამართულმა სოკ-ის რიგგარეშე სესიამ მხარი დაუჭირა აღმასრულებელი საბჭოს წინადადებას 2024 და 2028 წლის მასპინძელი ქალაქების ერთდროულად არჩევის შესახებ, სამმხრივმა შემთანხმებელმა კომისიამ კი  ნაყოფიერად იმუშავა და ყველა სადვაო  საკითხი მოაგვარა, ცხადია, არავის არ ეპარებოდა ეჭვი, რომ სოკ-ის წევრები სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

WWW.GEONOC.ORG.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.