სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გორში ახალი სასწავლო სპორტული სეზონის პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი: 2017 სექტემბერი 20



გორის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში ახალი სასწავლო წლის პრეზენტაცია გამართეს.

ტიტულოვანი გორელი სპორტსმენები, რომლებიც მსოფლიოს ასპარზზე დიდი წარმატებების მოპოვებით გამოირჩევიან სწორედ ამ გაერთიანების დარბაზებში ვარჯიშობენ.

პრეზენტაციას მრავლად ესწრებოდნენ წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება და უსურვეს ახალი წარმატებების მოპოვება.

ახალი სეზონი სიმბოლურად, სადღესასწაულო ტორტის გაჭრით ტიტულოვანმა სპორტსმენებმა - თავისუფალი სტილის მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა და ძიუდოისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა გახსენს.

გორის სპორტული სკოლების გაერთიანებაში შედის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა, ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლა და ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლა. ყველა ამ სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან სპორტის 16 სახეობაში ჩატარდება სასწავლო-საწვრთნელი პროცესი.

წლევანდელი წლიდან ახალი სახეობა ძალოსნობაც შეემატა ამ ჩამონათვალს, რომელიც აქამადე არ ყოფილა გორში, მაგრამ ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის კახი კახიაშვილის და გორის სპორტული სკოლების გაერთიანების დირექტორის გიორგი პურიჭამიაშვილის ხელშეწყობით უკვე დგამს პირველ ნაბიჯებს. ძალოსნობის დარბაზი, შესაბამისი ინვენტარით და მწვრთნელით უკვე მზადაა მოსწავლეთა მისაღებად.

სიახლეა ისიც, რომ სპორტული სკოლების გაერთიანებას ახალი სეზონიდან ეყოლება საინფორმაციო მხარდამჭერები: ვებ გვერდები Wordlsport.Ge, Qartlisport.Ge და Qartli.ge , გაზეთები ,,ლელო" და ,,გორის მაცნე",  აგრეთვე ტელეკომპანიები ,,თრიალეთი" და ,,დია".

სპორტული სკოლების გაერთიანებაში მოუთმენლად ელიან გორში სპორტის სასახლის მშენებელობის დასრულებას, სადაც უკვე 2018 წლის დასაწყისიდან შესაძლებელი გახდება სხვადასხვა სახეობაში მასშტაბური შეჯიბრებების ორგანიზება და სპორტული ღონისძიებების გამართვა.





www.qartlisport.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.