სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

23 სექტემბერს ლისის ტბაზე ვეტერან სპორტსმენთა ნახევარმარათონი გაიმართება

თარიღი: 2017 სექტემბერი 22



23 სექტემბერს 10:00 საათზე, ლისის ტბაზე გაიმართება ნახევარმარათონი 21 კმ-იან დისტანციაზე 35 და უფროსი ასაკის ვეტერან სპორტსმენებს შორის. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის".

ნახევარმარათონი ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და საქართველოს ვეტერან მარათონელთა ასოციაციის თანაორგანიზებით. ღონისძიების მიზანია ვეტერანი მორბენლების წახალისება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სპორტის მასობრიობის ხელშეწყობა.



მარათონის ორგანიზებასთან დაკავშირებით, 22 სექტემბერს სპორტკომპლექსში "არენა1" პრესკონფერენცია და მონაწილეთა რეგისტრაცია გაიმართა.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს და მარათონის მონაწილეებს ფედერაცია სპორტი ყველასათვის" პრეზიდენტი მაია აზარაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის" ხელმძღვანელი დავით ტატიშვილი შეხვდნენ.



ნახევარმარათონში მონაწილეობას 50-მდე მონაწილე მიიღებს. აღსანიშნავია, რომ გარბენზე დარეგისტრირდნენ ესტონეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებიც. სპორტსმენთა მაჩვენებლებს გერმანული ელექტრონული სისტემა Datacapo დააფიქსირებს. გამარჯვებულები მედლებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან შემდეგ კატეგორიებში:

მამაკაცები

I კატეგორია: 35-დან 45 წლამდე
II კატეგორია: 45-დან 60 წლამდე
III კატეგორია: 60-75+

ქალები


35+

ასევე სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან მარათონის აბსოლუტური გამრჯვებულები.



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.