სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ცხენოსნობა: მსოფლიო თასის ეტაპი კაჭრეთის ამბასადორში გაიმართება

თარიღი: 2017 ოქტომბერი 03


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს ლისის იპოდრომზე ქართველი ცხენოსნები მოინახულა. სპორტსმენებს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სამინისტროს წარმომადგენლებიც ესტუმრნენ.

5-8 ოქტომბერს კაჭრეთის ამბასადორი ცხენოსნობის ოლიმპიურ დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს და ქართველი სპორტსმენებიც ამ ტურნირისთვის ემზადებიან.

კავკასიის ლიგის გათამაშებაში ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი და უკრაინელი ცხენოსნებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს და ტრადიციისამებრ, შეჯიბრების წინ ჩვენს სპორტსმენებს ვსტუმრობთ. მიხარია, რომ ბიჭები კარგ განწყობაზე არიან, მჯერა, რომ ისინი წარმატებით იასპარეზებენ მსოფლიო თასის ამ ეტაპზე. ცხენოსნობა ოლიმპიური სახეობაა და სახელმწიფო ფიქრობს სპეციალური პროექტის შემუშავებას, რომელიც ცხენოსნობის განვითარებას ხელს შეუწყობს. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოში ყოველთვის პოპულარული იყო ცხენოსნობა. მსურს მადლობა გადავუხადო ცხენოსნობის ფედერაციას, ასევე ამ ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტს", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 06
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს 28 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიება, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით გახლდათ აღსანიშნავი.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 05
თბილისის ივენთჰოლმა გუშინ წყალბურთის კლუბის დინამოს პრეზენტაციას უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ თბილისის დინამო წყალბურთს 22-წლიანი შესვენების შემდეგ წლის დასაწყისში დაუბრუნდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც დაიბრუნა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 02
კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში 23-30 სექტემბერს გამართულ ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა: 15-წლამდელებში კონტინენტის ჩემპიონები გურამ გიორბელიძე (62კგ) და ლაშა თაქთაქიშვილი  (94კგ) გახდნენ.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 29
29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში ფარიკაობაში საქართველოს თასი გათამაშდება. ტურნირი ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში ჩატარდება და მასში დედაქალაქის, რუსთავის, ზესტაფონის, ქუთაისის, აჭარის, ოზურგეთისა და აფხაზეთის საუკეთესო სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 25
22-24 სექტემბერს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ტურნირს უმასპინძლა. იტალია, ბელარუსი, ხორვატია და მასპინძელი საქართველო - ამ გუნდებმა ითამაშეს თბილისში.