სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 28 წლისაა!

თარიღი: 2017 ოქტომბერი 06


სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში რაფაელ ჩიმიშკიანი
და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს 28 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიება, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით გახლდათ აღსანიშნავი.
სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სტუმრებს, რომელთა შორისაც სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ვეტერანი თუ მოქმედი სპორტსმენები იყვნენ (მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონები კახი კახიაშვილი, გიორგი ასანიძე და ლაშა ტალახაძე), კომიტეტის დაარსების ისტორია გააცნო და ის დღეები გაიხსენა, როცა ქართული სპორტი პირველ ნაბიჯებს დგამდა დამოუკიდებლობის გზაზე.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა: „გილოცავთ ოლიმპიური კომიტეტის 28 წლის იუბილეს! ვულოცავა ამ იუბილეს ოლიმპიური მოძრაობის ყველა გულშემატკივარს და მხარდამჭერს, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს. დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორია ოლიმპიურ მოძრაობასთანაა გადაჯაჭვული, ორგანიზაციასთან, რომელიც იყო მოთავე ჩვენი სპორტის დამოუკიდებლობისა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1989 წლის იმ დღეებში, როცა რამდენიმე ენთუზიასტმა ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგა, ბევრს არ სჯეროდა, რომ საქმიდან რამე გამოვიდოდა, თუმცა მონდომებამ და სირთულეებით აღსასვე გზაზე უშიშრად გადადგმულმა ნაბიჯებმა ქართული სპორტი დიდ აღიარებამდე მიიყვანა! არასრული ოთხი წელი დასჭირდა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღიარების მოსაპოვებლად. დღეს ამ იუბილეს იმ მნიშვნელოვანი დღეების რამდენიმე უშუალო მონაწილეც ესწრება და მსურს თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო იმ გამბედაობისთვის, რომელიც 28 წლის წინ გამოიჩინა! 28 წელიწადი, ერთი მხრივ, ძალიან დიდი დროა, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებიდან ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა. მიუხედავად ამისა, დამოუკიდებელი საქართველო უკვე ამაყობს 8 ოლიმპიური ჩემპიონით და ოლიმპიადის არაერთი პრიზიორით. ეს, დამეთანხმებით, დიდი გამარჯვებაა"!
სეოკ-ის 28 წლის იუბილეს გარდა აღინიშნა ოლიმპიური ჩემპიონის რაფაელ ჩიმიშკიანის მიერ ოქროს მედლის მოგების 65 წელი. ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი ერთ-ერთი პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გახლდათ დავით ციმაკურიძესთან და მედეა ჯუღელთან ერთად. ამ ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ოლიმპიური ოქრო 1952 წელს მოიგეს.
დღესვე ძალოსან არსენ კასაბიევს პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი ოფიციალურად გადაეცა. კასაბიევმა 2008 წლის ოლიმპიადაზე მეოთხე ადგილი დაიკავა, თუმცა მოგვიანებით მის წონაში ორი მედალოსანი დოპინგ-შემოწმებაზე ჩავარდა და ქართველმა ძალოსანმაც მეორე ადგილამდე აიწია. დღესდღეობით კასაბიევი პოლონეთის სახელით ასპარეზობს...
ღონისძიების მიწურულს ლერი ხაბელოვმა 19 სპორტსმენს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სტიპენდიანტობის შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის ეგიდით ჩატარებული სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების კურსდამთავრებულები დიპლომებით დააჯილდოვა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.