სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მორის ყვითელაშვილის მე-5 ადგილი პრესტიჟულ ტურნირზე

თარიღი: 2017 ოქტომბერი 23

20-21 ოქტომბერს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ გრან პრის სერიის პირველ ეტაპზე ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა თავისი ახალი პროგრამები პირველად წარმოადგინა.

მოკლე და თავისუფალი პროგრამების საერთო შედეგით 250,26 ქულით ქართველმა სპორტსმენმა დამსახურებული მეხუთე ადგილი დაიკავა. მორისმა საკმაოდ საინტერესო და ტექნიკურად რთული პროგრამები წარმოადგინა. 

ქართველი სპორტსმენის თავისუფალი პროგრამა დატვირთული იყო ისეთი ურთულესი ელემენტებით, როგორებიცაა ოთხმაგი სალხოვი და ოთხმაგი ტულუპი, სამმაგი აქსელი და სამმაგი ტულუპი კომბინაციაში. მორის ყვითელაშილმა თავისუფალ პროგრამაში ტექნიკური ელემენტების შესრულებისათვის მსაჯებისაგან დაიმსახურა 90,95 ქულა, რაც შეფასების ტექნიკურ ნაწილში მე-4 მაჩვენებელია. 

აღსანიშნავია, აგრეთვე ისიც, რომ გრან პრის ამ ეტაპზე მოასპარეზე სხვდასხვა ქვეყნის 12 სპორტსმენიდან, მორის ყვითელაშვილმა მეორე რეიტინგული მაჩვენებელი დააფიქსირა ევროპელ მოციგურავეთა შორის.

გრან პრის სერიის შემდგომი ეტაპი 17-19 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გაიმართება.

ცნობისთვის, საერთაშორისო საციგურაო ორგანიზაციის ეგიდით 1995 წლიდან გრან პრის სერიის ტურნირები ტარდება, რომელსაც მასპინძლობენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი და რუსეთი. აღნიშნული ტურნირი ითვლება ყველაზე მაღალრეიტინგულ ასპარეზობად ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების წინ. ოთხივე კატეგორიაში გრან პრის სერიაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ მოციგურავეებს, რომლებსაც რეიტინგულად ყველაზე მაღალი მაჩვენებლებიი აქვთ წინა წლის საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებში. აქედან გამომდინარე, თითოეულ სერიაში დაშვებულია ყველაზე მაღალრეიტინგული 12 მოციგურავე, ვაჟთა და ქალთა კატეგორიაში, 8 სპორტული და 10 მოცეკვავე წყვილი. გრან პრის სერიებისა და ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ დგინდება მოციგურავეთა რეიტინგული მონაცემები რომელზედაცაა დამოკიდებული მოციგურავეთა სასტარტო გამოსვლები ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშებზე. 

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია

 

 

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა: გოგონათა შორის 90კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ანასტასია გოტფრიდმა მოიგო!
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 01
აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. 62 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა შოთა მიშველიძემ და ორჭიდის ჯამში 298 კილოგრამი დაძლია.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 29
26-29 ნოემბერს ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში, პნევმატური პისტოლეტიტან სროლაში, ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონის, შოთა ქველიაშვილის სახელობის ტრადიციული მემორიალური ტურნირი და ასევე  საქართველოს ღია პირველობა გაიმართა მამაკაცთა და ქალთა შორის.