სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ახალგაზრდა ქართველი ძალოსნების წარმატება და სარეკორდო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე

თარიღი: 2017 ოქტომბერი 23



ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 27 მედალი მოიპოვეს, რაც მედლების რაოდენობის მხრივ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

ახალგაზრდებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით გუნდური გამარჯვება იზეიმეს, 23-წლამდელები კი 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილზე გავიდნენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის ევროპის ჩემპიონატი, საქართველოში, ქალაქ ბათუმში უნდა გაიმართოს, რაც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის კიდევ ერთი აღიარებაა. საბოლოო კონტრაქტს საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ევროპის ფედერაციასთან მას შემდეგ მოაწერს ხელს, რაც ბათუმს ევროპის ფედერაციის სადამკვირვებლო კომისია ესტუმრება.

ალბანეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კახი კახიაშვილს და ასაკობრივი ნაკრებების წევრებსა და მწვრთნელებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა,

ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონები გახდნენ ახალგაზრდებს შორის რევაზ დავითაძე (85 კგ) - ატაცი ოქრო (165 კგ), აკვრა ოქრო (188), ორჭიდი ოქრო (353)  და დავით ხეცურიანი (105 კგ)  - ატაცი ოქრო (173), აკვრა ბრინჯაო  (204 ), ორჭიდი ოქრო (377 კგ).

23-წლამდელებს შორის კი ანატასია გოტფრიდი (90 კგ.) - ატაცი ოქრო (123), აკვრა ოქრო (140), ორჭიდი ოქრო (263) და შოთა მიშველიძე (62 კგ.) - ატაცი ოქრო (134), აკვრა ოქრო (153) და ორჭიდი ოქრო (287).

ქართველ ძალოსანთა შედეგები ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ჩემპიონატზე

ახალგაზრდები


რევაზ დავითაძე (85 კგ.) - ატაცი ოქრო (165), აკვრა ოქრო (188), ორჭიდი ოქრო (353).
დათო ხეცურიანი (105 კგ.) - ატაცი ოქრო (173), აკვრა ბრინჯაო (204), ორჭიდი ოქრო (377).

ირაკლი ჩხეიძე (105 კგ.) - ატაცი მეექვსე ადგილი (164), აკვრა ვერცხლი (206) ორჭიდი ბრინჯაო (370).
გიორგი ჩხეიძე (+105 კგ.) - ატაცი ვერცხლი (185), აკვრა ვერცხლი (231), ორჭიდი ვერცხლი (416).

35 ქვეყანა, აქედან 123 ვაჟი და 85 ქალი.

23-წლამდელები

ანასტასია გოტფრიდი (90 კგ.) - ატაცი ოქრო (123), აკვრა ოქრო (140), ორჭიდი ოქრო (263).
შოთა მიშველიძე (62 კგ.) - ატაცი ოქრო (134), აკვრა ოქრო (153), ორჭიდი ოქრო (287).

რამინ შამილიშვილი (62 კგ.) - ატაცი ვერცხლი (124), აკვრა ბრინჯაო (146), ორჭიდი ვერცხლი (270).
გოგა ჩხეიძე (69 კგ.) - ატაცი ბრინჯაო (134), აკვრა ოქრო (174), ორჭიდი ვერცხლი (308).
გოდერძი ბერდელიძე (56 კგ.) - ატაცი მეოთხე ადგილი (), აკვრა ბრინჯაო (135), ორჭიდი ბრინჯაო (246).
ლონგინოზ ბრეგვაძე (105 კგ.) - ატაცი ოქრო (176), აკვრა მეოთხე (199) ორჭიდი ვერცხლი (375).

31 ქვეყანა, აქედან 81 ვაჟი და 56 ქალი.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა: გოგონათა შორის 90კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ანასტასია გოტფრიდმა მოიგო!
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 01
აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. 62 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა შოთა მიშველიძემ და ორჭიდის ჯამში 298 კილოგრამი დაძლია.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 29
26-29 ნოემბერს ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში, პნევმატური პისტოლეტიტან სროლაში, ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონის, შოთა ქველიაშვილის სახელობის ტრადიციული მემორიალური ტურნირი და ასევე  საქართველოს ღია პირველობა გაიმართა მამაკაცთა და ქალთა შორის.