სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მორის ყვითელაშვილის ვერცხლის მედალი მინსკიდან

თარიღი: 2017 ოქტომბერი 30

2017-2018 წლების სეზონი საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა სპორტის ისეთი სანახაობითი სახეობისათვის, როგორიც ფიგურული ციგურაობაა. ახალი სეზონის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის 2018 წლის ზამთრის მოახლოებული ოლიმპიური თამაშები, რომელიც 9-25 თებერვლას გაიმართება სამხრეთ კორეის ქალაქ პიონგჩანგში. ოთხწლეულის ამ ყველაზე საპასუხისმგებლო სტარტის წინ სპორტსმენები აქტიურად მონაწილეობენ ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო კავშირის ეგიდით ორგანიზებულ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში.

სწორად ამ რანგის ტურნირი, ჩელენჯერის სერიის ციკლით, 26-29 ოქტომბერს გაიმართა ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში, რომელშიც მონაწილეობდა 20 -ზე მეტი ქვეყნის მოციგურავე. აღნიშნული ტურნირი 2015 წლიდან ტარდება და მოციგურავეები მასში ასპარეზობენ რეიტინგის ზრდისა და მსოფლიო რეკორდული მაჩვენებლის ასამაღლებლად. მინსკ - არენაზე ახალი პროგრამები წარმოადგინეს ქართველმა მოციგურავეებმა, სენიორთა კატეგორიაში მორის ყვითელაშვილმა და იუნიორთა შორის ირაკლი მაისურაძემ.

ქართველ სპორტსმენები ასპარეზობდნენ ისეთ სახელოვან სპორტსმენებთან ერთად, როგორებიც არიან, სენიორთა კატეგორიაში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელ ებრაელი მოციგურავე ალექსეი ბიჩენკო, გერმანიის ჩემპიონი და 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის საუკეთესო ათეულის წევრი პეტერ ლიებერსი, იტალიის ჩემპიონი ივან რიგინი, ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლის მფლობელი სერგეი ვორონოვი.

ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა, როგორც მოკლე ასევე თავისუფალ პროგრამებში და 12 ქვეყნის 17 სპორტსმენს შორის, 227,31 ქულით მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ეს მორისის მეორე წარმატებული გამოსვლაა მოსკოვში გამართული გრან-პრის ტურნირის შემდეგ და საკმაოდ სერიოზული განაცხადია ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების წინ. ასევე, მე -2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა იუნიორთა შორის ქართველმა მოციგურავე ირაკლი მაისურაძემ, რომლისთვისაც ეს წარმატება საკმაოდ მაღალი შედეგი იყო ასეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე.

ქართველ მოციგურავეებს მინსკში თან ახლდნენ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი და გენერალური მდივანი, ტურნირზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის სტატუსით წარდგენილი სალომე ჩიგოგიძე.

ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 08
7-12 ნოემბერს, იტალიის დედაქალაქი რომი მასპინძლობს პარამოფარიკავეთა მსოფლიოს პირველობას, სადაც მედლებისთვის ქართველი სპორტსმენებიც იბრძვიან.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 07
კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში 2-5 ნოემბერს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტაეკვონდოში ახალგაზრდებს შორის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ზურაბ კინწურაშვილმა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 06
საქართველოს პარაფრენბურთელთა ნაკრები 6 ნოემბერს ხორვატიაში, ქალაქ პორეჩში ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას გამართავს. ქართველი სპორტსმენები სადებიუტო მატჩში ევროპის მოქმედ ჩემპიონებს, რიო დე ჟანეიროს პარალიმპიური თამაშების ვიცეპ-ჩემპიონ ბოსნიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 23
ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 27 მედალი მოიპოვეს, რაც მედლების რაოდენობის მხრივ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 23
20-21 ოქტომბერს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ გრან პრის სერიის პირველ ეტაპზე ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა თავისი ახალი პროგრამები პირველად წარმოადგინა.