სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს პარაფრენბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ბოსნიასთან მატჩით იწყებს

თარიღი: 2017 ნოემბერი 06

საქართველოს პარაფრენბურთელთა ნაკრები 6 ნოემბერს ხორვატიაში, ქალაქ პორეჩში ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას გამართავს. ქართველი სპორტსმენები სადებიუტო მატჩში ევროპის მოქმედ ჩემპიონებს, რიო დე ჟანეიროს პარალიმპიური თამაშების ვიცეპ-ჩემპიონ ბოსნიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ევროპის ჩემპიონატზე გამგზვარების წინ, პარაფრენბურთელთა ნაკრების წევრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დიღომში მდებარე პარასპორტის განვითრების შეხვდა, სპორტსმენებს სათამაშო ფორმები გადასცა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატება უსურვა.

პარაფრენბურთელებთან შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მაისურაძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.



ევროპის ჩემპიონატი მჯდომარე ფრენბურთში ხორვატიაში, ქალაქ პორეჩში 4-12 ნოემბერს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე 13 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ქართველი ფრენბურთელები კი ჯგუფურ ეტაპზე ბოსნიასთან, სერბეთთან და უნგრეთთან ითამაშებენ.  საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მჯდომარე ფრენბურთში პირველად იღებს მონაწილეობას.

პარაფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედროებითაა დაკომპლექტებული. საქართველოს ნაკრებმა პარაფრენბურთში წელს უკვე მიაღწია წარმატებას, როდესაც კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართული „ძლიერთა თამაშები 2017"-ის (Invictus Games) გამარჯვებული გახდა.

საქართველოს პარაფრენბურთელთა ნაკრების შეხვედრების განრიგი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე

6 ნოემბერი

საქართველო - ბოსნია

7 ნოემბერი


საქართველო - სერბეთი

8 ნოემბერი


საქართველო - უნგრეთი



სამინისტროს პრესსამსახური                                                                                          

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.