სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ზურაბ კინწურაშვილი ტაეკვონდოში ახალგაზრდებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია

თარიღი: 2017 ნოემბერი 07



კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში 2-5 ნოემბერს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტაეკვონდოში ახალგაზრდებს შორის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ზურაბ კინწურაშვილმა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

45 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე კინწურაშვილმა ბულგარეთისა და ისრაელის წარმომადგენლებს სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ სპორტსმენთან, მომავალ ევროპის ჩემპიონთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. 3 რაუნდის ფრედ დასრულების შემდეგ, ფინალისტის ვინაობის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო და ზურაბ კინწურაშვილის მეტოქემ საბოლოო გამარჯვება ოქროს ქულით მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ 15 წლის ქართველი სპორტსმენი მეორედ გახდა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, კინწურაშვილმა პირველი მედალი 2015 წელს ჭაბუკთა ევროპირველობაზე მოიპოვა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლარნაკაში სულ 3 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ევროპის ჩემპიონატზე ზურაბ კინწურაშვილის გარდა, ძალები ლუკა გელდიაშვილმა (59 კგ) და რამაზ წუწუნავამაც (55 კგ) მოსინჯეს, თუმცა ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ სომხეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებთან.

სამინისისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 08
7-12 ნოემბერს, იტალიის დედაქალაქი რომი მასპინძლობს პარამოფარიკავეთა მსოფლიოს პირველობას, სადაც მედლებისთვის ქართველი სპორტსმენებიც იბრძვიან.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 06
საქართველოს პარაფრენბურთელთა ნაკრები 6 ნოემბერს ხორვატიაში, ქალაქ პორეჩში ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას გამართავს. ქართველი სპორტსმენები სადებიუტო მატჩში ევროპის მოქმედ ჩემპიონებს, რიო დე ჟანეიროს პარალიმპიური თამაშების ვიცეპ-ჩემპიონ ბოსნიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
2017-2018 წლების სეზონი საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა სპორტის ისეთი სანახაობითი სახეობისათვის, როგორიც ფიგურული ციგურაობაა.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 23
ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 27 მედალი მოიპოვეს, რაც მედლების რაოდენობის მხრივ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 23
20-21 ოქტომბერს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ გრან პრის სერიის პირველ ეტაპზე ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა თავისი ახალი პროგრამები პირველად წარმოადგინა.