სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ოლიმპიურ პარკში თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო სიმბოლო - მუხის ხე დაირგო

თარიღი: 2017 ნოემბერი 23



23-26 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო „ბილტმორსა" და სასტუმრო „ჰუალინგში"  თანამედროვე ხუთჭიდის საერთშორისო კავშირის სესია და 69-ე კონგრესი გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის სპორტული დელეგაციების წარმომადგენლები, ფედერაციების პრეზიდენტები და გენერალური მდივნები დაესწრებიან.

კონგრესის ორგანიზებასთან დაკავშირებით, თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელები - პრეზიდენტი დოქტორ კლაუს შორმანი, გენერალური მდივანი შაინი ფანგი, მსოფლიო ოლიმპიელთა ასოციაციის პრეზიდენტი ჟოელ ბუზუ და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.
 
უცხოელი სტუმრები,  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის პრეზიდენტ ვიაჩესლავ მალიშევთან ერთად,  ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიურ ქალაქს ესტუმრნენ.



მოწვეულმა სტუმრებმა ოლიმპიური ქალაქში მდებარე ტანვარჯის დარბაზში მიმდინარე საწვრთნელი პროცესი დაათვალიერეს და მოფარიკავეებისა და ტყვიის მსროლელთა ვარჯიშებს დაესწრნენ.

სტუმრებმა ქართველ კოლეგებთან ერთად, თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის 69-ე კონგრესის სამახსოვროდ, თბილისის ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მემორიალური დაფის გახსნის და ასევე მუხის ხის დარგვის ტრადიციულ ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. მუხის ხე თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო სიმბოლოდ ითვლება.





სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა: გოგონათა შორის 90კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ანასტასია გოტფრიდმა მოიგო!
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 01
აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. 62 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა შოთა მიშველიძემ და ორჭიდის ჯამში 298 კილოგრამი დაძლია.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 29
26-29 ნოემბერს ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში, პნევმატური პისტოლეტიტან სროლაში, ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონის, შოთა ქველიაშვილის სახელობის ტრადიციული მემორიალური ტურნირი და ასევე  საქართველოს ღია პირველობა გაიმართა მამაკაცთა და ქალთა შორის.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 27
2017-2018 წლის სეზონი საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა ფიგურული ციგურაობის სამყაროში, სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისათვის გამორჩეულად დაძაბული, ფედერაციებისათვის კი ორგანიზაციულად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი.