სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მორის ყვითელაშვილის ვერცხლის მედალი შანხაიდან

თარიღი: 2017 ნოემბერი 27

2017-2018 წლის სეზონი საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა ფიგურული ციგურაობის სამყაროში, სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისათვის გამორჩეულად დაძაბული, ფედერაციებისათვის კი ორგანიზაციულად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი.

სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირი, გრან პრის სერიის გამოსვლები, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები და ოთხწლეულის მთავარი სტარტი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონგჩანგში - ეს იმ ტურნირების ჩამონათვალია ,რომლებშიც იასპარეზებს ქართველი სპორტსმენი მორის ყვითელაშვილი და რომლისთვისაც საერთაშორისო საციგურაო ორგანიზაციის (ISU) მიერ 24-26 ნოემბერს ,ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩატარებული ტურნირი " შანხაი ტროპი 2017" , წელს რიგით მეხუთე საერთაშორისო ტურნირი იყო .

ტურნირი " შანხაი ტროპი " წელს მეორედ იმართება საერთაშორისო ტურნირის სტატუსით, მასში მონაწილეობდა ვაჟთა, ქალთა, სპორტული წყვილებისა , სპორტული ცეკვებისა და სინქრონულ ციგურაობის კატეგორიაში სულ 12 ქვეყნის 130 სპორტსმენი . 

ქართველმა სპორტსმენმა მორის ყვითელაშვილმა ამჯერადაც საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა რუსეთის, ყაზახეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნის მოციგურავეებთან. ყოველი ახალი სტარტი მორისს მეტ დამაჯერებლო-ბას , გამოცდილებას მატებს და კიდევ უფრო სრულყოფს მისი ახალი პროგრამების ტექნიკურ მახასიათებლებს. ამის დასტურია მორის ყვითელაშვილის მიერ ამ ტურნირზე თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისაგან 157, 58 ქულის მიღება , " შანხაი ტროპი 2017" -ზე მეორე ადგილის მოპოვება და ვერცხლის მედლით დაჯილდოვება, რაც ქართველი სპორტსმენისათვის ნამდვილად წარმატებული შედეგია და იმედიანი დასაწყისია მომავალი ჩემპიონატებისა და ოლიმპიური თამაშების წინ.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ტურნირს, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ტურნირებს, მსაჯობდა საერთაშორისო კატეგორიის ქართველი მსაჯი სალომე ჩიგოგიძე, რომლის მონაწილეობა მსოფლიო რანგის მსაჯთა ამ საერთშორისო ელიტაში თითოეული ქართველი მოციგურავის, მათი მწვრთნელებისა და მთლიანად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციისათვის სერიოზული რესურსი და საიმედო გარანტია საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი სპორტსმენების შეფასებისას მათ მიმართ ობიექტურობის დასაცავად.

"შანხაი ტროპი 2017" -ზე ქართველ მოციგურავეს მორის ყვითელაშვილს ახლდა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი ქალბატონი მარიამ გიორგობიანი, რომელიც მუდმივად ზრუნავს ქართველი სპორტსმენების ცნობადობისა და ავტორიტეტის გაზრდაზე , ამიტომაც მორისის ეს მორიგი წარმატება მისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი და საპროგნოზო მიზნებზე ორიენტირებული შედეგია. 

ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.