სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მინისტრმა ტყვიის სროლაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა

თარიღი: 2017 ნოემბერი 29



26-29 ნოემბერს ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში, პნევმატური პისტოლეტიტან სროლაში, ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონის, შოთა ქველიაშვილის სახელობის ტრადიციული მემორიალური ტურნირი და ასევე  საქართველოს ღია პირველობა გაიმართა მამაკაცთა და ქალთა შორის.

ტურნირში მონაწილეობა ქართველ სპორტსმენებთან ერთად, აზერბაიჯანელმა ტყვიის მსროლელებმაც მიიღეს, ჯამში კი ორივე ტურნირზე 45 სპორტსმენი ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის ტირში პირველად ჩატარდა
შეჯიბრი შერეულ წყვილებს შორის.

შერეული წყვილები (მამაკაცები და ქალები) ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ტყვიის სროლის ახალი დისციპლინა იქნება და ნინო სალუქვაძე ამჯერად ვაჟთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად შეეცდება მისთვის უკვე მე-9 ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებას.

შოთა ქველიაშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირის და საქართველოს ღია პირველობის გამარჯვებულთა დაჯილდოება 29 ნოემბერს ჩატარდა. ტურნირის საუკეთესო მსროლელები, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად დააჯილდოვა.









ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა: გოგონათა შორის 90კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ანასტასია გოტფრიდმა მოიგო!
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 01
აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. 62 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა შოთა მიშველიძემ და ორჭიდის ჯამში 298 კილოგრამი დაძლია.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 27
2017-2018 წლის სეზონი საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა ფიგურული ციგურაობის სამყაროში, სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისათვის გამორჩეულად დაძაბული, ფედერაციებისათვის კი ორგანიზაციულად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი. 
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 23
სტუმრებმა ქართველ კოლეგებთან ერთად, თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის 69-ე კონგრესის სამახსოვროდ, თბილისის ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მემორიალური დაფის გახსნის და ასევე მუხის ხის დარგვის ტრადიციულ ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. მუხის ხე თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო სიმბოლოდ ითვლება.