სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

შოთა მიშველიძე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

თარიღი: 2017 დეკემბერი 01



აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. 62 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა შოთა მიშველიძემ და ორჭიდის ჯამში 298 კილოგრამი დაძლია.

მიშველიძემ ატაცში ორი ცდა წარმატებით გამოიყენა და 135 კილოგრამით მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო აკვრაში სამივე ცდა წარმატებული გამოდგა (163 კგ და მეხუთე ადგილი). საბოლოოდ, ორჭიდის ჯამში მხოლოდ 2 კილოგრამით ჩამორჩა გამარჯვებულს და გიორგი ასანიძის მიერ გაწვრთნილ ნაკრებს პირველი ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.

ჩემპიონი კოლუმბიელი ძალოსანი ფრანცისკო ანტონიო მოსკერა ვალენსია გახდა (300 კგ). მეორე ადგილი იაპონელმა იოიჩი იტოკაცუმ დაიკავა (299 კგ).

წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ 3 ქართველი ძალოსანი იასპარეზებს. 3 დეკემბერს მოსინჯავს ძალებს რევაზ დავითაძე (85 კგ). 5 დეკემბერს ჩაერთვება ასპარეზობაში ანასტასია გოტფრიდი (90 კგ), ხოლო 6 დეკემბერს, ტურნირის დასკვნით დღეს ჩემპიონობისთვის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მოქმედი გამარჯვებული ლაშა ტალახაძე (+105 კგ) იბრძოლებს.

ფოტო: www.iwf.net ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია
სამინისტროს პრესსამსახური        

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა: გოგონათა შორის 90კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ანასტასია გოტფრიდმა მოიგო!
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 29
26-29 ნოემბერს ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში, პნევმატური პისტოლეტიტან სროლაში, ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონის, შოთა ქველიაშვილის სახელობის ტრადიციული მემორიალური ტურნირი და ასევე  საქართველოს ღია პირველობა გაიმართა მამაკაცთა და ქალთა შორის.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 27
2017-2018 წლის სეზონი საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა ფიგურული ციგურაობის სამყაროში, სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისათვის გამორჩეულად დაძაბული, ფედერაციებისათვის კი ორგანიზაციულად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი. 
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 23
სტუმრებმა ქართველ კოლეგებთან ერთად, თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის 69-ე კონგრესის სამახსოვროდ, თბილისის ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მემორიალური დაფის გახსნის და ასევე მუხის ხის დარგვის ტრადიციულ ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. მუხის ხე თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო სიმბოლოდ ითვლება.