სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კახი კახიაშვილი საერთაშორისო ფედერაციის (IWF) კომიტეტის წევრად აირჩიეს

თარიღი: 2018 იანვარი 25

კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია. კომისიის ფუნქცია ძალოსნობის ფედერაციაში წევრი ფედერაციების მიღება, ასევე შესაბამისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საერთაშორისო ფედერაციიდან გარიცხვა იქნება.  კახი კახიაშვილი მუშაობას უკვე შეუდგა.

პარალელურად, საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადება, რომელსაც ბათუმის ახალი სპორტის სასახლე მიიღებს. 2 დღის წინ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ევროპის ძალოსნობის ფედერაციისგან მიიღო შემოთავაზება, ევროპირველობის წლეულს, მარტში საქართველოში ჩატარების თაობაზე, რადგან წინასწარ შერჩეულმა მასპინძელმა ქვეყანამ, ალბანეთმა საორგანიზაიო საკითხები ვერ მოაწესრიგა და ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის აღმასკომმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა ევროპირველობის წლეულს მასპინძლობაზე, ვინაიდან 2 თვეში საორგანიზაციო საკითხების გადაჭრა ვერ მოხერხდებოდა. შესაბამისად, ფედერაცია და კულტურისა და სპორტის სამინისტრო წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით აგრძელებს მზადებას 2019 წლის მარტში, ბათუმის ახალ სასახლეში ევროპის ჩემპიონატის მისაღებად. ამ საკითხთან დაკავშირებთ განმარტება გააკეთეს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა: გოგონათა შორის 90კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ანასტასია გოტფრიდმა მოიგო!