სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ახალგაზრდებს შორის კრივში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო

თარიღი: 2018 თებერვალი 02

გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.

ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური.

შალვა გოგოლაძემ ისაუბრა ჩემპიონატის მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ წლევანდელი წელი ქართული კრივისთვის შარშანდელზე უფრო წარმატებული იქნება. დავით წიკლაურის თქმით კი ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც წინ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები ელის.

შეჯიბრება 4 თებერვალს დასრულდება. ამ დღეს გაიმართება ფინალური შეხვედრები და გამოვლინდებიან საუკეთესო მოკრივეები. 2018 წელს ახალგაზრდა მოკრივეები მსოფლიოსა და ევროპის პირველობების გარდა, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის იბრძოლებენ, რომელსაც ოქტომბერში არგენტინის დედაქალაქი ბუენოს-აირესი უმასპინძლებს.

სამინისტროს პრესსამსახური      

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა: გოგონათა შორის 90კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ანასტასია გოტფრიდმა მოიგო!