სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალი ოფისის გახსნას მონაკოს პრინცი დაესწრო

თარიღი: 2011 სექტემბერი 20


საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა თბილისის ძველ უბანში, სოლოლაკში, მაჩაბლის ქუჩაზე დაიდო ბინა. მის პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისის მერი გიგი უგულავა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ქართულ სპორტსა და პოლიტიკაში მოღვაწე ცნობილი სახეები, ოლიმპიური ჩემპიონები, საქართველოში ვიზიტად მყოფი მონაკოს პრინცი და ამავე ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ალბერ მეორე, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური მდივანი რაფაელ პაგნოცი, ამავე ორგანიზაციის ადმინისტრაციის უფროსი როსანა სილფეტი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი.

სტუმრებმა ახალი ოფისი დაათვალიერეს და საპრესკონფერენციო დარბაზისკენ გაემართნენ. პრეზენტაციაზე შეკრებილებს, პირველმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა მიმართა:

"დღეს ისტორიული დღეა. ახალ შენობას ვხსნით და იმედია, აქ გამარჯვებებს აღვნიშნავთ. 4 წლის წინათ ამხელა წარმატება წარმოუდგენელი იყო. ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანა თბილისში 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარებამ.

დიდ მადლობას ვუხდი პრინც ალბერ II-სა და რაფაელე პანიოცის. ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ბატონი გიგი უგულავა. მადლობა მთავრობას მხარდაჭერისათვის. განსაკუთრებით კი, მიხეილ სააკაშვილსა და ლადო ვარძელაშვილს.

მადლობა მათ, ვინც ამ დიდ საქმეში თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანეს. სტატისტიკით დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ ოთხმილიონიანი ქვეყნისთვის ოლიმპიურ თამაშებზე საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. საქართველო მართლაც რომ სპორტული მენტალობის ქვეყანაა".

საღამოზე მიწვეულნი იყვნენ პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები - მზია ჯუღელი და რაფაელ ჩირიშკიანი. გარდა ამისა, პრეზენტაციას ესწრებოდნენ აწ გარდაცვლილი დავით ციმაკურიძის ოჯახის წევრები. სამივე მხარეს ოლიმპიური ორდენები გადაეცათ.

უცხოელმა სტუმრებმა ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვეს. საღამოზე რამდენჯერმე გაიხსენეს ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი.

"ყველა სპორტსმენს ვულოცავ ოლიმპიური კომიტეტის ახალი ოფისის გახსნას. ვფიქრობ, ეს თავშეყრის საუკეთესო ადგილია. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შენობის რეაბილიტაცია მოხდა. გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს. ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ თბილისში 2015 წლის ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა თამაშებმა მაღალ დონეზე ჩაიაროს. იქამდე კი, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაა და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სპორტსმენებს" - აღნიშნა  გიგი უგულავამ.

თავის მისასალმებელ სიტყვაში მონაკოს პრინცმაც და ეოკ-ის გენერალურმა მდივანმაც მოგვილოცეს სეოკ-ის ახალი თანამედროვე სტანდარტებით გაწყობილი ოფისის გახსნა და კიდევ ერთხელ გამოთქვეს სინანული ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარტიტაშვილის გამო.

შეხვედრის დასასრულს საპატიო სტუმრებმა მასპინძლებს საპატიო საჩუქრები გადასცეს და ქართულ სპორტსა და ოლიმპიურ მოძრაობას წარმატებები უსურვეს.

http://www.geonoc.org.ge/index.php

ფოტო: სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.