სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის რიგგარეშე არჩევნები 28 ნოემბერს 15:00 საათზე გაიმართება

თარიღი: 2011 ნოემბერი 25

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა 28 ნოემბერს 15:00 საათზე სასტუმრო "შერატონში" გაიმართება.

ყრილობაზე ჩატარდება კომიტეტის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნისა და გამგეობის წევრთა არჩევნები, ასევე დამტკიცდება კომიტეტის ახალი წესდება.

ყრილობას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ოლიმპური კომიტეტის და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის კანდიდატურაზე წარდგენილია ლევან ოდიშარია. პარაოლიმპიურ კომიტეტს 2003-2011 წლებში დავით მაისურაძე ხელმძღვანელობდა.

საარჩევნო ყრილობის დღის წესრიგი

1. ახალი წესდების დამტკიცება
2. პრეზიდიუმის შემადგენლობაში წევრთა რაოდენობის გაზრდა და პრეზიდიუმის წევრთა შემადგენლობის არჩევა
3. კომიტეტის ახალი პრეზიდენტის არჩევა
4. კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტების და გენერალური მდივნის არჩევა

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.