სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლევან ოდიშარია აირჩიეს

თარიღი: 2011 ნოემბერი 28



საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა 28 ნოემბერს სასტუმრო "შერატონში" გაიმართა. ყრილობაზე ჩატარდა კომიტეტის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნისა და გამგეობის წევრთა არჩევნები, ასევე დამტკიცდა კომიტეტის ახალი წესდება. 

ყრილობას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ოლიმპური კომიტეტის და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები დაესწრნენ. 

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის კანდიდატურაზე წარდგენილი იყო ლევან ოდიშარია.

პარაოლიმპიურ კომიტეტს 2003-2011 წლებში დავით მაისურაძე ხელმძღვანელობდა, მომავალი ერთი წლის განმავლობაში კი ოდიშარია უთავკაცებს, რომელიც 37 დელეაგტიდან ყრილობაზე მისულმა 31 დელაგატმა აირჩია. ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს შალვა მაისურაძე და რატი იონათამიშვილი, გენერალურ მდივნად კი გიორგი წასიძე დამტკიცდა. ჩამოყალიბდა 9 კაციანი აღმასკომიც.

ირაკლი სამყურაშვილი:" პარაოლიმპიურ კომიტეტს ახალი პრეზიდენტი და ახალი გუნდი ჰყავს, რომელთაც სერიოზული ამოცანების გადაჭრა მოუწევთ. როგორც აქამდე პარაოლიმპიურ კომიტეტს სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტრო მომავალშიც დაეხმარება. მითუმეტეს, რომ სპორტსმენებს უახლოეს ერთ წელიწადში ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის ბრძოლა უწევთ".

ლევან ოდიშარია:"
დიდი მადლობა დელეგატებს მხარდაჭერისთვის. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ყველას ერთად სერიოზული საქმიანობის გაწევა მოგვიწევს, ჩვენი სპორტსმენები იბრძოლებენ ლიცენზიებისთვის და იმედი მაქვს, რომ ოლიმპიადის საგზურებს დავისაკუთრებთ. გვაქვს სხვა გეგმებიც, რომლის განხორციელებასაც ჩვენ გუნდთან ერთად ვაპირებთ".

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.