სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად ნიკა რურუა დაინიშნა

თარიღი: 2008 დეკემბერი 09

















9 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - ნიკოლოზ რურუა წარადგინა. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში გრიგოლ ვაშაძე მუშაობდა, რომელიც ამიერიდან  საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე განაგრძობს მოღვაწეობას.

ნიკა რურუა 40 წლისაა. დაამთავრა ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტი, 2002-2004 წლებში მუშაობდა გაზეთ 24 საათის იურიდიულ ექსპერტად, 2004 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია და ამ დრომდე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2007 წლამდე  მუშაობდა აშშ-ში სამოქალაქო თავისუფლების კავშირში, შემდეგ ატლანტის სააპელაციო სასამართლოში და შტატ ჯორჯიას ნატურალური რესურსების დეპარტამენტში იურისტად.

რურუა ნიკოლოზი ვახტანგის ძე

პარლამენტის წევრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია

არჩევის ფორმა:  პარტიული სიით
საარჩევნო ბლოკი:  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის"

საქმიანობა პარლამენტში:

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"-ს წევრი 
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი

პირადი ინფორმაცია

დაბადების თარიღი:  17 მარტი 1968
დაბადების ადგილი:  ქ. თბილისი
ოჯახური მდგომარეობა:  დაოჯახებული, მეუღლე და სამი შვილი

განათლება:

განათლება:  უმაღლესი
სასწავლებელი:  ჯორჯიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სპეციალობა:  სამართალმცოდნეობა
კვალიფიკაცია:  იურისტი
სამეცნიერო ხარისხი:  იურისპუდენციის დოქტორი

შრომითი საქმიანობა:

1999 - 2000 - ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირი.
2000 - ქ. ატლანტის სააპელაციო სასამართლო, მოსამართლის თანაშემწე.
2000 - 2001 - შტატ ჯორჯიას ნატურალური რესურსების დაცვის დეპარტამენტი. იურისტი.
2002 - 2004 - გაზეთი "24 საათი" იურიდიული ექსპერტი.
04/2004 - 06/2008 - საქართველოს პარლამენტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
06/2008 – საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.