სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციის წარმომადგენელი მსოფლიო კონგრესზე წარსდგა

თარიღი: 2012 მაისი 01



"ცხენთა ქართული ჯიშები, მეცხენეობისა და ცხენოსნობის ისტორიული ტრადიციები საქართველოში" - ამ თემით მოიპოვა აშხაბადში კაცობრიობის წინსვლაში ცხენის როლთან დაკავშირებულ მსოფლიო კონგრესზე გამოსვლის უფლება პელოპონესის უნივერსიტეტის საერთაშორისო ოლიმპიური აკადემიის პირველმა მაგისტრანტმა კავკასიიდან, საქართველოს ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესმდივანმა თორნიკე გაჩეჩილაძემ.

ამ ტრადიციულ კონგრესზე მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის პირველად გამოჩნდა საქართველოს წარმომადგენელი, თანაც იგი რიგით მეორე მომხსენებლად შეიყვანეს რუსეთელი პროფესორის ნადეჟდა აბრამოვას შემდეგ. ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის მოხსენებამ საყოველთაო ინტერესი გამოიწვია (თეზისების ქართულ დედანს ქვემოთ გაეცნობით). 

აღსანიშნავია, რომ თბილისიდან სტამბულის გავლით აშხაბადში ჩასულ ქართველ სტუმარს, ჩვენი ქვეყნის ღრმა პატივისცემის ნიშნად, აეროპორტში პირადად დახვდა კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი.  დავძენთ, რომ კონგრესის უხუცესი მონაწილე 82 წლისა იყო, ყველაზე ახალგაზრდა - 24 წლის ქართველი მომხსენებელი. 


თორნიკე გაჩეჩილაძე - მეცხენეობისა და ცხენოსნობის ხალხური ტრადიციები საქართველოში

სათავეები


კონგრესი სხვადასხვა ერის ხალხებს აძლევს შესაძლებლობას გასაცნობად გამოიტანონ მეცხენეობასა და ცხენოსნობაში თავიანთი ეროვნული მონაპოვარი.საქართველო ოდითგანვეა დაკავშირებული მეცხენეობისა და ცხენის კულტის ტრადიციებთან. ჩვენი ქვეყანა ევროპა-აზიის შესაყარზეა და, ბუნებრივია, მის ყოფაში აისახა კულტურათა მრავალფეროვნება. ბუნებრივია ისიც, რომ საქართველოში, გარდა ენდემურისა,  გავრცელდა ცხენთა სხვადასხვა ჯიშები, მათ შორის ახალთექური (თურქმენული). თურქმენი ხალხის ყოფისა და კულტურის განუყოფელია ახალთექური ცხენი. ასეა საქართველოშიც, სადაც ოდითგან ჩამოყალბდა ენდემური ჯიშები. უამრავი ხალხური ცხენოსნური თამაშები შეიქმნა საქართველოში საუკუნეების განმავლობაში. ამასთან ცხენი იყო ქართველთა მოზიარე ლხინსა და ჭირში. დღესაცაა შემორჩენილი მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად დოღების ჩატარება. ქართველები არასდროს იყენებდნენ საკვებად ცხენის ხორცს. ბუნების ამ უმშვენიერესი არსებისადმი სიყვარულმა ათქმევინა ქართველ კაცს:  "ცხენმა ადამიანის ენა იცისო". ქართველი ცხენს პირუტყვად არ მიიჩნევდა. საქართველოში ცხენს უკავშირდება სოფლებისა და ერთ-ერთი დიდი მდინარის სახელი\ცხენისწყალი\. ქართულ ენაში 400-მდე მეტი სიტყვა და ტერმინი უკავშირდება ცხენს.  

მეცხენეობა

მასობრივი სელექციის გზით საქართველოში ძველი დროიდან ჩამოყალიბდა ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაფერისი ენდემური ჯიშები: მთაგორიანი ზონის _ თუშური (აღმოსავლეთ საქართველოში), მეგრული _ (დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში) და ჯავახური (სამხრეთ საქართველოში). დღემდე სისხლის აურევლად შემორჩენილია თუშური ცხენი, რომელიც შესულია მსოფლიოს უნიკალურ ადგილობრივ ჯიშთა ნუსხაში. ცნობილია, რომ ძველ დროში კახეთიდან (აღმოსავლეთ საქართველო) უცხოეთში თავიანთი ცხენსაშენებისთვის კონტრიბუციით გაჰყავდათ ფაშატები.`საქართველოში ძველთაგანვე მრავლად ყოფილან მეცხენეობის დიდოსტატები, მეცნიერნი და ჯიშთა გამომყვანნი~. 2000 წლის წინათ ჩვენს წ. აღრიცხვამდე საქართველოში ითესებოდა საგანგებო ჯიშის ბალახი ცხენებისთვის. განთქმული ყოფილა კოლხური (ქართული) ჯიშის მაღალტანიანი ცხენი, რომელიც გადაშენებულა. ამ ცხენების დიდ რაოდენობას დამპყრობელნი ხარკად აწერდნენ ქართველებს. მისი განშტოებად მიიჩნევა მეგრული ცხენი.

ტრადიციები

ქართველები გამოირჩეოდნენ უბადლო მხედრული ოსტატობით, რასაც ადასტურებენ ძველი ბერძენი, რომაელი თუ სხვა ისტორიკოსები. ცნობილია, რომ მეორე საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს მეფე ფარსმანი ამალით სტუმრობდა რომს. ქართველთა ცხენოსნობით და უპირველესად ფარსმან მეფის ვაჟკაცობით იმდენად მოხიბლულა კეისარი, რომ მისი ქანდაკების მარსის ველზე დადგმა უბრძანებია და მისთვის მსხვერპლთ შეწირვის ნებაც დაურთავს. და კიდევ: `სხვა ქვეყნის მკვიდრთაგან მარტოოდენ ქართველებს ჰქონდათ იერუსალიმში ცხენზე ამხედრებულად შესვლის უფლება~ (ივანე ჯავახიშვილი, `ქართველი ერის ისტორია~). საქართველოს მეფის კარზე იყო მეჯინიბეთუხუცესის მაღალი თანამდებობა. თითოეულ სათავადოს კი საკუთარი ჯიშის ცხენები ჰყოლია.

წარსულისა და დღევანდელობის კავშირი

კაცობრიობა ვალშია ცხენის წინაშე და მისი დამსახურება ღირსეულად უნდა დაფასდეს. ამის შესანიშნავი მაგალითი მოგვცა თურქმენეთმა, რომელმაც ქვეყნის სიმბოლოდ აქცია თავისი ეროვნული სიამაყე _ ახალთექური ცხენი. და დღეს, თურქმენ ხალხთან ერთად ამაყები ვართ ჩვენც იმით, რომ ორი ჰეგემონიის _ ბუნებისა და კულტურის შვილის _ ახალთექურ ცხენთა მოდგმის უმშვენიერესი ულაყის "იანარდაგის" პროფილია გამოსახული თურქმენეთის სახელმწიფო გერბზე. გვეამაყება იმიტომ, რომ ბუნების განუმეორებელი მშვენება _ ახალთექური ცხენი, საყოველთაო მონაპოვრად იქცა. და გვეამაყება ისიც, რომ ამ მშვენიერების სამშობლომ დაუდო სათავე ისეთი მნიშვნელოვანი კონგრესის ჩატარებას, რომლის მონაწილენი ჩვენ ვართ.

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2014 სექტემბერი 15
ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 13 სექტემბერს დუშეთის კულტურის სახლს საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი ესტუმრა და მძიმე წონაში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2014 სექტემბერი 11
ჩემპიონატის პირველ დღეს, 11 სექტემბერს საუკეთესოები  56, 62, 69 წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. ჩემპიონატის გახსნას ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი - არმაზ თავაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2014 სექტემბერი 10
11-13 სექტემბერს დუშეთის კულტურის სახლი ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს პირველობა 8 წონით კატეგორიაში ჩატარდება, ჩემპიონობისთვის კი 60 სპორტსმენი იბრძოლებს. 11 სექტემბერს საუკეთესოები  60, 62, 69 წონით კატეგორიებში გამოვლინდება, 12 სექტემბერს მედლებს 77, 85 და 94 წონაში გამომსვლელი ძალოსნები გაითამაშებენ, 13 სექტემბერს კი 105 და მძიმე წონაში მონაწილე სპორტსმენები. ჩემპიონატი ყოველდღე 12:00 საათზე დაიწყება.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2014 სექტემბერი 09
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი, სპორტული ჟურნალისტი და ფუნქციონერი ემზარ ზენაიშვილი დღეს 70 წლის გახდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ულოცავს ბატონ ემზარს იუბილეს, ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს!
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2014 სექტემბერი 09
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ბატუტზე ხტომაში, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ღირსების ორდენის კავალერი რუსუდან ხოფერია დღეს 42 წლის გახდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ულოცავს ქალბატონ რუსუდანს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და წარმატებებს უსურვებს!