საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

23 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიური კვირეული დაიწყო, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს "თბილისი 2015" ახალი ლოგო და სლოგანი აქვს. ახალი ლოგოს/სლოგანის პრეზენტაცია ვარდების რევოლუციის მოედანზე გაიმართა.
მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს და სპორტსმენებს სიტყვით მიმართა თბილისის მერმა - გიგი უგულავამ, შეხვედრაზე მოხდა ფესტივალის საპატიო ელჩების წარდგენა - ოლიმპიური ჩემპიონები წარადგინეს და სიგელები გადასცეს"თბილისი 2015"-ის დირექტორმა - არჩილ გეგენავამ, საქართველოს ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა - გია ნაცვლიშვილმა.
"თბილისი 2015"-ის ჰიმნს შეასრულა "დუეტი ჯორჯიამ". ბრენდბუქის და საპატიო ელჩების წარდგენის შემდეგ, ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით მოეწყო მარათონი ვარდების რევოლუციის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე. თბილისი 2015-ის საპატიო ელჩები იქნებიან - დავით გობეჯიშვილი, გიორგი ასანიძე, რაფაელ ჩიმიშკიანი, რობერტ შავლაყაძე, რომან რურუა, ვაჟა კაჭარავა, მზია ჯუღელი, მანუჩარ კვირკველია, ქეთევან ლოსაბერიძე, კახი კახიაშვილი.
ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური