საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

18 ივლისს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ახალი ვებგვერდის - www.Geonoc.org.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. საიტი 24 საათის განმავლობაში იფუნქციონირებს და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის მკითხველს ოლიმპიური თამაშების შესახებ.
ვებ-საიტის დიზაინი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვიტარების ცენტრმა ITDC-იმ დაამზადა.
საიტზე ლონდონი 2012-ის მონაწილე ოლიმპიელებზე სრული ინფორმაციის მოძიება და ზოგადად საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის შესახებ სრული ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. საიტის პრეზენტაციას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი - გია ნაცვლიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი გალდავა და მათთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონები - კახი კახიაშვილი, რაფაელ ჩიმიშკიანი და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გია ნაცვლიშვილი: "საიტი საკმაოდ სრულყოფილია აქ ყველაფერია ოლიმპიადაზე ისტორიები, მასალები. რაც მTავარია ლონდონი 2012-ზე ამომწურავი ინფორმაცია დაიდება. ლონდონიდან ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში განთავსდება გვერდზე. იმედი მაქვს, ქართველი გულშემატკივარი ბევ სასიხარულო ინფორმაციას გაიგებს ამ საიტიდან.
პროგნოზებს რაც შეეხება რთულია წინასწარ რამის თქმა. წელს საკმაოდ ახალგაზრდა ნაკრები მიდის ოლიმპიადაზე 35 სპორტსმენიდან მხოლოდ 7 მონაწილეა ოლიმპიადაზე ნამყოფი დანარჩენებისთვის სადებიუტო თამაშებია. ფსიქოლოგიური მომენტიც იქნება, მაგრამ ვფიქრობ,რომ გუნდი კარგად არის მომზადებული და რამდენიმე მედლის მოპოვებას აუცილებლად შევძლებთ"
სამინისტროს პრესსამსახური