საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

1 აგვისტო წინა რამდენიმე დღის მსგავსად უიღბლო გამოდგა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციისთვის – მარცხი განიცადეს ძოიდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა და ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ.
ვარლამ ლიპარტელიანი 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ერთ–ერთ ფავორიტად ითვლებოდა და საკმაოდ იოლი სატრნირო ბადეც შეხვდა, ძლიერ მოწინააღმდეგეს, საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაურს ნახევარფინალამდე არ ხვდებოდა, მაგრამ ლიპარტელიანმა მხოლოდ ერთი ეტაპის დაძლევა მოახერხა.
ქართველ ძიუდოისტს პირველ მოწინააღმდეგესთან, ოლიმპიადაზე რეგიონალური კვოტით მოხვედრილ დიუდონ დოლასემთან ილეთი არ გაუკეთებია და შემდეგ ეტაპზე მოწინააღმდეგის მიერ მიღებული გაფრთხილელების ხარჯზე გავიდა.
მეორე ეტაპზე ლიპარტელიანი ავსტრალიელ მარკ ენტონის შეხვდა და აქ უფრო აქტიურად იჭიდავა, ჯერ იუკოთი დაწინაურდა და მერეც გამუდმებით ცდილობდა გდების გაკეთებას, მაგრამ საკუთარ ილეთზე კონტრილეთი მიიღო და ვაზარზე დაეცა. დარჩენილ დროში ქართველმა ვეღარ მოახერხა მეტოქის წაქცევა და ოლიმპიადას გამოეთიშა.
ნინო სალუქვაძემ 25 მეტრზე სპორული პისტოლეტით უკეთ იასპარეზა ვიდრე რამდენიმე დღის წინ 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით, მაგრამ შეჯიბრში ძალზე თანაბარი და მჭიდრო შედეგები იყო და მიუხედავად იმისა, რომ ნინოს ფინალურ რვეულში გამსვლელი ადგილის მოსაპოვებლად მხოლოდ სამი ქულა დააკლდა, იგი კვალიფიკაციაში 15–ე პოზიციაზე აღმოჩნდა.
2 აგვისტოს ერთადერთი ქართველი ლიმპიელი ცდის ბედს – 100 კილოგრამამდე წონაში ტატამზე გავა ლომერ ჟორჟოლიანი.
* * *
მედლების საერთო ჩათვლაში ლიდერმა ჩინეთმა 1 აგვისტოს 4 ოქრო მოიპოვა და უმთავრეს კონკურენტ აშშ–სთან სხვაობა უფრო გაზარდა. გერმანიამ კიდევ ერთი ოქრო მოიპოვა, მაგრამ ხუთეულიდან ვერ ამოაგდო ჩრდილოეთ კორეის კარგად მომზადებული ნაკრები.
ხუთეულის სხვა პრეტენდენტები – დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია ჯერ ათეულში შესვლასაც ვერ ახერხებენ. ბრიტანელებმა 1 აგვისტოს ნავსი გატეხეს და ჯერ ერთი ხოლო შემდეგ მეორე ოქროს მედალიც მოიპოვეს, ავსტრალიელები კი კარგა ხანია ერთი ოქროს იმედად არიან.
ძიუდო. 90 კგ (კაცები) – 1. დაე–ნამ სონგი (ს. კორეა); 2. ესლი გონსალესი (კუბა); 3. ილიას ილიადისი (საბერძნეთი); 3. მასაში ნიშიამა (იაპონია)
ძიუდო. 70 კგ (ქალები) – 1. ლუსი დეკოსი (საფრანგეთი); 2. კირსტენ ტეილი (გერმანია); 3. ედიტ ბოში (ჰოლანდია); 3. იური ალვეარი (კოლუმბია)
ტყვიის სროლა. 25 მ სპორტული პირტოლეტი (ქალები) – 1. იანგმი კიმი (ს. კორეა); 2. ინ ჩენი (ჩინეთი); 3. ოლენა კოსტევიჩი (უკრაინა)
კანოე. ერთეულთა სლალომი კაიაკი (კაცები) – 1. დანიელე მოლმენტი (იტალია); 2. ვავრინეც ჰრადილეკი (ჩეხეთი); 3. ჰანეს აიგნერი (გერმანია)
ველორბოლა. საგზატკეცილო ინდივიდუალური რბოლა (კაცები) – 1. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი); 2. ტონი მარტინი (გერმანია); 3. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი)
ველორბოლა. საგზატკეცილო ინდივიდუალური რბოლა (კაცები) – 1.კრისტინ არმსტრონგი (აშშ); 2. იუდით არნდტი (გერმანია); 3; ოლგა ზაბელინსკაია (რუსეთი)
წყალში ხტომა. 3 მ სინქრონი (კაცები) – 1. ჩინეთი; 2. რუსეთი; 3. აშშ
ტანვარჯიში. სპორტული ტანვარჯიში, ინდივიდუალური მრავალჭიდი (კაცები) – 1. კოჰეი უჩიმურა (იაპონია); 2. მარსელ ნგუიენი (გერმანია); 3. დანიელ ლეივა (აშშ)
ფარიკაობა. ინდივიდუალური დაშნა (კაცები) – 1. რუბენ ლიმარდო (ვენესუელა); 2. ბარტოშ პიასეცკი (ნორვეგია); 3. ჯინ–სუნ ჯუნი (ს. კორეა)
ფარკაობა. ინდივიდუალური ხმალი (ქალები) – 1. ჯიეონ კიმი (ს. კორეა); 2. სოფია ველიკაია (რუსეთი); 3. ოლგა ხარლანი (უკრაინა)
აკადემიური ნიჩბოსნობა. ორკაციანი (ქალები) – 1. ბრიტანეთი; ავსტრალია; 3. ა. ზელანდია
აკადემიური ნიჩბოსნობა. ოთხკაციანი (ქალები) – 1. უკრაინა; 2. გერმანია; 3. აშშ
აკადემიური ნიჩბოსნობა. რვაკაციანი (კაცები) – 1. გერმანია; 2. კანადა; 3. ბრიტანეთი
მაგიდის ჩოგბურთი. ერთეულები (ქალები) – 1. ქსიაოქსია ლი (ჩინეთი); ნინ დინი (ჩინეთი); 3. ტიანვეი ფენი (სინგაპური)
ძალოსნობა. 77 კგ (კაცები) – 1.ქსიაოჯუნ ლუ (ჩინეთი); 2. ჰაოჯი ლუ (ჩინეთი); 3. ივან როდრიგესი (კუბა)
ძალოსნობა. 69 კგ (ქალები) – 1. ჯონ–სიმ რიმი (ჩ.კორეა); 2. როქსანა კოკოსი (რუმინეთი); 3. მარინა შკერმანკოვა (ბელარუსი)
ცურვა. 200 მ ბრასი (კაცები) – 1. დანიელ გიურტა (უნგრეთი); 2. მაიკლ ჯემისონი (ბრიტანეთი); 3. რიო ტატეიში (იაპონია)
ცურვა. 200 მ ბატერფლაი (ქალები) – 1. ლიუიან ჯაო (ჩინეთი); 2. მირეია ბელმონტე გარსია (ესპანეთი); 3. ნაცუმი ჰოში (იაპონია)
ცურვა. 100 მ ტავისუფალი (კაცები) – 1. ნათან ადრიანი (აშშ); 2. კეიმს მაგნუსენი (ავსტრალია); 3. ბრენტ ჰეიდენი (კანადა)
ცურვა. 4–200 თავისუფალი ესტაფეთა (ქალები) – 1. აშშ; 2. ავსტრალია; 3. საფრანგეთი
მედლების დაფა. 1 აგვისტო
|
ქვეყანა |
ო |
ვ |
ბ |
სულ |
|
ჩინეთი |
17 |
9 |
4 |
30 |
|
აშშ |
12 |
8 |
9 |
29 |
|
ს. კორეა |
6 |
2 |
4 |
12 |
|
საფრანგეთი |
5 |
3 |
5 |
13 |
|
ჩ. კორეა |
4 |
– |
1 |
5 |
|
გერმანია |
3 |
8 |
2 |
13 |
|
იტალია |
3 |
4 |
2 |
9 |
|
ყაზახეთი |
3 |
– |
– |
3 |
|
იაპონია |
2 |
4 |
11 |
17 |
|
რუსეთი |
2 |
4 |
5 |
11 |
|
ბრიტანეთი |
2 |
3 |
4 |
9 |
|
უნგრეთი |
2 |
1 |
1 |
4 |
|
უკრაინა |
2 |
– |
4 |
6 |
|
ს. აფრიკა |
2 |
– |
– |
2 |
|
ავსტრალია |
1 |
6 |
2 |
9 |
|
რუმინეთი |
1 |
3 |
2 |
6 |
|
ბრაზილია |
1 |
1 |
1 |
3 |
|
ჰოლანდია |
1 |
1 |
1 |
3 |
|
საქართველო |
1 |
– |
– |
1 |
|
ლიტვა |
1 |
– |
– |
1 |
|
სლოვენია |
1 |
– |
– |
1 |
|
ვენესუელა |
1 |
– |
– |
1 |
|
კოლუმბია |
– |
2 |
1 |
3 |
|
კუბა |
– |
2 |
1 |
3 |
|
მექსიკა |
– |
2 |
– |
2 |
|
კანადა |
– |
1 |
5 |
6 |
|
ინდონეზია |
– |
1 |
1 |
2 |
|
ნორვეგია |
– |
1 |
1 |
2 |
|
ჩეხეთი |
– |
1 |
– |
1 |
|
დანია |
– |
1 |
– |
1 |
|
ეგვიპტე |
– |
1 |
– |
1 |
|
ესპანეთი |
– |
1 |
– |
1 |
|
პოლონეთი |
– |
1 |
– |
1 |
|
შვედეთი |
– |
1 |
– |
1 |
|
ტაილანდი |
– |
1 |
– |
1 |
|
ტაივანი |
– |
1 |
– |
1 |
|
ა. ზელანდია |
– |
– |
2 |
2 |
|
სლოვაკეთი |
– |
– |
2 |
2 |
|
აზერბაიჯანი |
– |
– |
1 |
1 |
|
ბელგია |
– |
– |
1 |
1 |
|
ბელარუსი |
– |
– |
1 |
1 |
|
საბერძნეთი |
– |
– |
1 |
1 |
|
ინდოეთი |
– |
– |
1 |
1 |
|
მოლდოვა |
– |
– |
1 |
1 |
|
მოღოლეთი |
– |
– |
1 |
1 |
|
ყატარი |
– |
– |
1 |
1 |
|
სინგაპური |
– |
– |
1 |
1 |
|
სერბეთი |
– |
– |
1 |
1 |
|
უზბეკეთი |
– |
– |
1 |
1 |
სამინისტროს პრესსამსახური