საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
3 აგვისტოს ფიცარნაგზე გავიდა 85 კილიოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარაზე ძალოსანი რაულ ცირეკიძე, რომელმაც B ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.
ცირეკიძემ ატაცში პირველ ცდაზე დამაჯერებლად დაძლია 162-კილოგრამნიანი შტანგა, მაგრამ შემდეგ ერთბაშად 167 კილო დაუკვეთა და ამ მოძრაობაში დარჩენილი ორივე ცდა გაუცუდდა.
მეორე მოძრაობაში, აკვრაში ქართველმა ძალოსანმა პირველ ცდაზე 195-კილოგრამიანი სიმძიმე დაიმორჩილა, მეორე ცდაზე 200 კილო დაძლია და ბოლო ცდაზე 202 კილო დაუკვეთა, რადგან პირველ ადგილზე მყოფ ბელარუს მოწინააღმდეგესთან ერთ კილოს აგებდა, მაგრამ ეს წონა ვეღარ დაიმორჩილა და ჯამური 362 კილოთი მეორე ადგილზე დარჩა.
ეს იყო B ჯგუფის გამოსვლა, სადაც სულ 11 ძალოსანი გამოვიდა. 3 აგვისტოს 22:00 საათზე იწყება ამ წონით კატეგორიაში პირველი ჯგუფის გამოსვლა, სადაც 12 ძლიერი სპორტსმენი იასპარეზებს. ამგვარად ცირეკიძე მინიმუმ 14-ე ადგილს დაიკავებს.
სამინისტროს პრესსამსახური
გიორგი ჭანიშვილის ფოტოები ლონდონიდან