სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

თურმანიძე მეხუთე ადგილზე გავიდა

თარიღი: 2012 აგვისტო 07

ქართველმა ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ ლონდონის ოლიმპიადაზე საკმაოდ კარგად იასპარეზა, თუმც მედლის გარეშე დარჩა.

+105 კილოგრამ, ანუ მძიმე წონით კატეგორიაში 27 წლის სპორტსმენმა ორივე მოძრაობაში პირადი რეკორდი დააფისქირა, ატაცში 201 კილოგრამი დაიმორჩილა, ხოლო აკვრაში ჯერ 225 კილოგრამი დაძლია, შემდეგ კი 232 კილოს აწევაც შეძლო, მაგრამ ძლიერ მოწინააღმედეებთან ბრძოლაში მეხუთე ადგილზე გავიდა ბრინჯაოს მედალთან 15–კილოიანი ჩამორჩენით.

ძალოსნობის უკანასკნელ შეჯიბრში დომინირებდნენ ირანელელები, რომელთაც პირველ–მეორე ადგილები გაიყვეს, ბრინჯაო კი რუს ძალოსანს დარჩა. ატაცში თურმანიძე მეოთხე ადგილზე იყო, მაგრამ აკვრაში სამხრეთკორეელმა მოწინააღმდეგემ 246 კილო (ამ მოძრაობაში მეორე შედეგი) დაძლია და თურმანიძეს მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა მოუგო.

თურმანიძე ლონდონის ოლიმპიადაზე სამ ქართველ ძალოსანს შორის ყველაზე კარგად გამოვიდა. 85 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რაულ ცირეკიძემ მე–9 შედეგი აჩვენა, ხოლო 105 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გია მაჭავარიანმა აკვრაში სამივე ცდა გააცუდა და ჩათვლის გარეშე დარჩა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2013 ივნისი 14
14 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში წყალბურთში ზურაბ სახელაშვილის სახელობის ტურნირთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2013 ივნისი 10
ქართველმა პარაოლიმპელმა სპორტსმენებმა პარალიმპურ სპორტში ევროპის სხვადასხვა ქალაქში მაისის მიწურულს გამართულ  საერთშორისო ტურნირებზე მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2013 ივნისი 10
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სტამბულში, მითათ ჰანთალის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მოიგო! ჩვენმა გუნდმა მასპინძელი თურქეთის ნაკრები 9:8, რუმინეთი 10:9, სლოვაკეთი კი 10:6 დაამარცხა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2013 ივნისი 06
6 ივნისს, სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძემ და სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც ბერლინში იუნესკოს ეგიდით ჩატარებული ფიზიკური განათლების და სპორტზე პასუხისმგებელ პირთა მე-5 საერთაშორისო კონფერენციას მიეძღვნა.