საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
ქართველმა სიგრძეზე მხტომელმა მაია გოგოლაძემ ლონდონის ოლიმპიადაზე სამივე ცდა გააფუჭა და კვალიფიკაციის დაძლევა ვერ შეძლო.
20 წლის სპორტსმენი 32 კვალიფიკანტს შორის იყო და ფინალურ ეტაპზე გასასვლელად 12 საუკეთესოს შორის მოსახვედრად მინიმუმ 6,40 მეტრზე უნდა გადამხტარიყო, თუმც სამივეჯერ ნიშნულზე მოუხვდა ფეხი და ჩათვლის გარეშე დარჩა.
გოგოლაძის მსგავსად ლონდონში კვალიფიკაცია ვერ გაიარეს სხვა მძლეოსნებმა – სიგრძეზე მხტომელმა ბოლესლავ სხირტლაძემ (აჩვენა 7,26 შედეგი და ფინალამდე დააკლდა 0,66 მეტრი) და თარჯმორბენალმა დავით ილარიანმა (აჩვენა 13,90 შედეგი და ფინალამდე დააკლდა 0,36 წამი).
მძლეოსანთაგან დარჩა საქართველოს სახელით მოასპარეზე პოლონელი მასიეჟ როსიევიჩი, რომელიც 11 აგვისტოს 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში გამოვა.
სამინისტროს პრესსამსახური