სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიური ნაკრების წევრებს ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში შეხვდა

თარიღი: 2012 აგვისტო 20



საქართველოს პრეზიდენტი 14 აგვისტოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში იმ ახალგაზრდებთან ერთად შეხვდა, რომლებიც საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და გამოსვლა, სიმბოლურად, იმ ინფორმაციით დაიწყო, რომელიც ახალი ქალაქის ლაზიკის მშენებლობას შეეხება.

„რამდენიმე დღეში იწყება ჩემი მთავარი ოცნების განხორციელება - ახალი, უმშვენიერესი ქალაქის ლაზიკას მშენებლობა, რომელიც იქნება ფოთის გაგრძელება, მთავარი ეკონომიკური ცენტრი გარშემო მყოფი ადგილებისთვის; საინჟინრო თვალსაზრისით, აქ აშენდება ყველაზე გამართული ქართული პორტი... დარწმუნებული ვარ, ეს ქალაქი გახდება ქართული სიამაყე და ანდამატივით მიიზიდავს ყველას, მათ შორის მათ, ვინც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობს. ლაზიკას იდეა - ეს არის საქართველოს იდეა, საქართველოს ერთიანობისა და აღმშენებლობის იდეა და არა ომისა და ნგრევის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველმა პირმა სპორტსმენებს წარმატება მიულოცა და შემდგომი წინსვლაც უსურვა. ნაკრების წევრებს მან სამაგალითო უწოდა და აღნიშნა, რომ ერთ სულ მოსახლეზე მოპოვებული მედლების მიხედვით, საქართველომ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავა. პრეზიდენტის თქმით, „არ არსებობს ძლიერი და დაუმარცხებელი მოწინააღმდეგე, თუკი გამარჯვების სულისკვეთება გაქვს".

„არ შემიძლია არ ვიტრაბახო მიღწეული შედეგით. ვარდების რევოლუციამდე ჩვენ ვიყავით „ბრინჯაოს" ეპოქაში. პირველი ოქროები 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე ავიღეთ. 2008 წელს სამი ოქრო გვქონდა პეკინში. მართალია, ამ ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი ოქრო ავიღეთ, მაგრამ 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალიც მოვიპოვეთ - ეს საუკეთესო შედეგია ჩვენი პატარა, მებრძოლი ქვეყნისთვის", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

http://www.president.gov.ge/ge/PressOffice/News?p=7764&i=1

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2016 დეკემბერი 08
დოპინგთან ბრძოლის ტექნოლოგიები თანდათან იხვეწება, მაღალ საფეხურზე ადის და ახალ შესაძლებლობებს იძენს. ამის ერთ-ერთ დამამტკიცებელ გარემოებად უნდა მივიჩნიოთ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე აღებულ დოპინგ-სინჯებში მიკვლეული აკრძალული პრეპარატები, რომელმაც ოლიმპიელთა ერთი ნაწილის მიღწევები გააცამტვერა, მეორეს კი აღიარება და სიხარული მოუტანა. ასეთთა შორის აღმოჩნდა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი არსენ კასაბიევი,
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2016 დეკემბერი 06
6 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის 2016 წლის ბოლო სხდომა. პირველ საკითხად განიხილეს ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების (ტოკიო, 2020) პროგრამაში სპორტის ახალი სახეობების შეტანასთან დაკავშირებული საკითხები. 
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2016 დეკემბერი 01
30 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ჩატარდა სპორტსმენთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით : 1) სპორტსმენთა კომისიის ხელმძღვანელის და ახალი შემადგენლობის არჩევა;2) სპორტსმენთა კომისიიდან სეოკ-ის 2016 წლის საანგარიშო-საარჩევნო სესიის დელეგატთა არჩევა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2016 ნოემბერი 28
მოკრივე გიორგი ჭიღლაძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2016 ნოემბერი 25
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ფრენბურთში ქალთა შორის 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით, ოფიციალური შეხვედრები და ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა.