სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კრივის ფედერაციის პრეზიდენტად დავით კვაჭაძე აირჩიეს

თარიღი: 2012 დეკემბერი 08



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 8 დეკემბერს გამართულ კრივის ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, ფედერაციის პრეზიდენტად ვეტერანი მოკრივე, ევროპის ჩემპიონი (1977)  და ოლიმპიური თამაშების (1980) მონაწილე - დავით კვაჭაძე აირჩიეს. კვაჭაძეს ფედერაციის დელეგატებმა ღია კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.

პრეზიდენტობისათვის კენჭს დავით კვაჭაძესთან ერთად, ფედერაციის გენერალური მდივანი - ვლადიმერ ახალკაციც იყრიდა, რომელმაც ყრილობის დასაწყისში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. პრეზიდენტობის კანდიდატად სახელდებოდა მსოფლიო ჩემპიონი კრივში გიორგი კანდელაკიც, თუმცა კანდელაკმა საკუთარი კანდიდატურა 27 ნოემბერს მოხსნა. ახალმა პრეზიდეტმა ვიცე-პრეზიდენტად შუქრი ბურჭულაძე დაასახელა, გენერალური მდივნის პოსტზე კი ვლადიმერ ახალკაცი დატოვა.

ყრილობაზე, რომელიც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს - შალვა გოგოლაძეს მიყავდა, ხმის მიცემის უფლების მქონე 67 დელეგატი იყო მოწვეული. ყრილობას სტუმრის სტატუსით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდა.

კრივის ფედერაციას 2006 წლიდან პეტრე ცისკარიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა 2012 წლის ოქტომბერში დატოვა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.