სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ლერი ხაბელოვი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია

თარიღი: 2012 დეკემბერი 20

20 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. დელეგატებმა სეოკ-ის პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით ლერი ხაბელოვი აირჩიეს.

საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობდა: სეოკ-ის პრეზიდენტი 2008-2012 წლებში გია ნაცვლიშვილი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი და საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ბეჟან ხურციძე. ხმის უფლების მქონე 111 დელეგატიდან არჩევნებში 107-მა მიიღო მონაწილეობა. ლერი ხაბელოვს 59-მა მათგანმა დაუჭირა მხარი, გია ნაცვლიშვილს 43-მა, ბეჟან ხურციძეს კი 4-მა. ერთი ხმა გაუქმდა.

სეოკ-ის ახალმა პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას თავისი გუნდიც წარუდგინა: პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

ლერი ხაბელოვი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მეხუთე პრეზიდენტია. 1989-1996 წლებში სეოკ-ს ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობდა, 1996-2004 წლებში - ჯანო ბაგრატიონი, 2004-2007 წლებში ბადრი პატარკაციშვილი, 2008 წლიდან დღემდე კი სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი გახლდათ. 2007-2008 წლებში სეოკ-ის პრეზიდენტის მოვალეობას გოგი თოფაძე ასრულებდა.

არჩევნების დაწყებამდე გია ნაცვლიშვილმა სეოკ-ის ორდენებით დააჯილდოვა ოლიმპიური ჩემპიონები რომან რურუა, ვაჟა კაჭარავა და გალინა შარაბიძე. მანვე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამკერდე ნიშნები გადასცა ლონდონი 2012-ის ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს, ვერცხლის მედალოსნებს - რევაზ ლაშხს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და დავით მოძმანაშვილს და ბრინჯაოს პრიზიორებს მანუჩარ ცხადაიას, დათო მარსაგიშვილს და გიორგი გოგშელიძეს. სოკ-ის სპეციალური ჯილდო გადაეცა ფარმაცევტულ კომპანია ავერსს.




ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.