სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 დეკემბერი 02
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით, საქართველოს 2-3 დეკემბერს ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექპერტები სტუმრობენ.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 მაისი 28
სემინარი  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის მისიის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორქმა გახსნეს.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 აპრილი 27
27 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა „საქართველოში დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის განვითარებისა და სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბების" მიზნით მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრა. ჯგუფი აერთიანებს საჯარო უწყებების, სპორტული ფედერაციების, სპორტული მედიცინისა და აკადემიური წრეების 30 წარმომადგენელს.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2014 მარტი 10
10 მარტს სპორტკომპლექს არენაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება მკლავჭიდში ახალგაზრდებს შორის.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2013 ნოემბერი 07
საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ორგანიზებით, UNESCO-ს სპორტში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 7 ნოემბერს სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში სპორტული ფედერაციებისათვის ჩატარდება სემინარი  თემაზე - „დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს და ჯანმრთელი კვების უპირატესობა".                
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2013 სექტემბერი 10
10 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელებმა ქართველი მორაგბეებისთვის სემინარი გამართეს. სემინარის სახელწოდეაა: დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს. სემინარს დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების, შვიდკაცას,  ქალთა და ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეები, ექიმები და მწვრთნელები.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2013 ივნისი 28
28-30 ივნისს, მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში - „მუზა", საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით კონფერენცია სახელწოდებით „სპორტული მედიცინა, რეაბილიტაცია, ფიზმომზადება და დოპინგსაწინააღმდეგო ღონისძიებები - აქტუალური საკითხები" იმართება.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2013 ივნისი 27
28-30 ივნისს, მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნებისა დაკულტურის ცენტრში - „მუზა", საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით „სპორტული მედიცინა, რეაბილიტაცია, ფიზმომზადება და დოპინგსაწინააღმდეგო ღონისძიებები - აქტუალური საკითხები".
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2012 აპრილი 24
მოლდოვას დედაქალაქ კიშინოვში ჩატარდა აღმოსავლეთი ევროპის რეგიონალური ანტი-დოპინგური ორგანიზაციის (აერადო) საბჭოს წევრების სხდომა, რომელიც ორგანიზებული იყო მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2012 თებერვალი 06
საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელობამ, 6 თებერვალს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს ანტიდოპინგური სააგენტოს პრეზიდენტმა - პალიკო კასრაძემ და სამინისტროს აპარატის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა უპასუხეს. 
გვერდი 1 სულ 2