სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2011 დეკემბერი 03
საქართველოს ჩემპიონი, საკალათბურთო “არმია” ევროჩელენჯზე მორიგ შეხვედრას ორი წამყვანი ლეგიონერის გარეშე ჩაატარებს. 6 დეკემბერს ქართულ კლუბს თურქულ “ბეშიქთაშთან” მატჩში ვერ დაეხმარებიან ამერიკელი სანდიეტა გეინსი და პორტუგალიელი გილერმო დიასი. გეინსი შტატები დაბრუნდა, სადაც დღე-დღეზე ნბა-ს საწვრთნელი ბანაკები იხსნება, დიასი კი ტრავმირებულია და კიდევ ერთი კვირა მაინც ვერ შეძლებს თამაშს.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2011 სექტემბერი 21
საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს ორგანიზებით, 20-22 სექტემბერს თბილისში ტარდება აღმოსავლეთ ევროპის ანტი-დოპინური ორგანიზაციის საბჭოს წევრების სხდომა და ტრენინგი.(თერაპიული გამოყენების ნებართვა და შედეგების მართვა). სემინარს 21 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი გალდავა დაესწრო.  
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2010 ნოემბერი 17
17 ნოემბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლადო ვარძელაშვილის ინიციატივით, სამინისტროს სააქტო დარბაზში 17 ნოემბერს 14:00 საათზე გაიმართა შეხვედრა საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოსა და ეროვნულ სპორტულ ფედერაციებს შორის, რომელიც მიეძღვნება ანტიდოპინგური სტრატეგიის შემუშავებას 2011 წლისათვის.  
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2010 ივნისი 07
4-6 ივნისს სასტუმრო ,,ძველ თბილისში" ოლიმპიური სოლიდარობის ფარგლებში ანტიდოპინგური საერთაშორისო სემინარი გაიმართა, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეგიდითა და დაფინანსებით, ასევე საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციისა და საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოზე დაყრდნობით ჩატარდა.უცხოელი სპეციალისტები ქართველ სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და ექიმებს ADAMS-ის სისტემის შესახებ ესაუბრნენ.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2010 ივნისი 03
4-6 ივნისს სასტუმრო "ძველ თბილისში" გაიმართება სპორტსმენთა, ექიმთა და მწვრთნელთა სემინარი დოპინგის აქტუალურ თემებზე, კერძოდ ტრეინინგი ADAMS-ის სისტემაში. ტრეინინგი ტარდება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით. ტრეინინგზე მოწვეულნი არიან აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ანტიდოპინგური ორგანიზაციის თავმჯდომარე - ნიკოლას კრუჩინსკი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2009 დეკემბერი 15
14 დეკემბერს  სპორტის დეპარტამენტის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ანტი-დოპინგურმა სააგენტომ (GADA) საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად ქართული სარაგბო კლუბების ხელმძღვანელობის, მოთამაშეებისა და სამედიცინო პერსონალისთვის სემინარი გამართა. სემინარზე ანტი-დოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე - პალიკო კასრაძემ და გენერალურმა მდივანმა - თეიმურაზ უკლებამ ისაუბრეს.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2009 დეკემბერი 13
14 დეკემბერს 14:00 საათზე სპორტის დეპარტამენტის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტო (GADA) საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად ქართული სარაგბო კლუბების ხელმძღვანელობის, მოთამაშეებისა და სამედიცინო პერსონალისთვის ატარებს სემინარს. სემინარზე განხილული იქნება შემდეგი ძირითადი საკითხები დევიზით -  ყურადღება დოპინგი!
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2009 ივლისი 16
მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ დაამტკიცა 2009 წლის მსოფლიოს ანტიდოპინგურ კოდექსთან შესაბამისი ანტიდოპინგური წესები საქართველოსათვის. აღნიშნული წესების დაცვა სავალდებულოა საქართველოს ყველა სპორტული ეროვნული ფედერაციისათვის. ეს ანტი-დოპინგური კანონები მიღებულია და დანერგილია კოდექსის თანახმად საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს პასუხისმგებლობით და გამოყენებული იქნება მისი მუდმივი ბრძოლისათვის დოპინგის წინააღმდეგ.  
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2009 ივლისი 16
მსოფლიოს ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ შეიმუშავა დოპინგ-ტესტირების საერთაშორისო სტანდარტი. ტესტირების საერთაშორისო სტანდარტის ძირითადი მიზანია ეფექტური ტესტირების დაგეგმვა, როგორც საშეჯიბრო, ასევე არასაშეჯიბრო და აღებული სინჯის იდენტურობისა და ხელშეუხებლობის შენარჩუნება სპორტსმენის შეტყობინების ადგილიდან იმ ლაბორატორიამდე, სადაც მოხდება სინჯის ტრანსპორტირება ანალიზისათვის.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2009 ივლისი 16
მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ შეიმუშავა და გამოაქვეყნა იმ პრეპარატებისა და პროცედურების ჩამოანათვალი, რომელთა მიღება და ჩატარება ითვლება ანტიდოპინგური წესების დარღვევად (აკრძალული სია). საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს აფრთხილებს ყველა სპორტსმენს და სპორტული მედიცინის წარმომადგენლებს გაეცნონ აღნიშნულ აკრძალულ სიას.
გვერდი 2 სულ 2