სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის განვითარება - ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრა სამინისტროში

თარიღი: 2015 აპრილი 27



27 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა „საქართველოში დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის განვითარებისა და სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბების" მიზნით მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრა. ჯგუფი აერთიანებს საჯარო უწყებების, სპორტული ფედერაციების, სპორტული მედიცინისა და აკადემიური წრეების 30 წარმომადგენელს.

შეხვედრას დაესწრო სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია, საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ექპერტთა ჯგუფის კოორდინატორი - ანატოლი კორეპანოვი და სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი. შეხვედრის მონაწილეებმა არსებული ვითარების ანალიზი და შეფასება მოახდინეს და სამოქმედო გეგმა დაისახეს.

ექსპერტთა ჯგუფის ამოცანებს შორისაა ა) საქართველოში დოპინგის სფეროში არსებული ვითარების ანალიზი და დასკვნების შემუშავება; ბ) დოპინგის გამოყენების პრევენციის, აღმოჩენისა და მასთან ბრძოლისათვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება; გ) შესაბამისი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისთვის წინადადებების შემუშავება (ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციისა" და „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" იუნესკოს საერთაშორისო კონვენციების დებულებათა გათვალისწინებით). ექპერტთა ჯგუფის საქმიანობის ვადა განსაზღვრულია 2015 წლის ბოლომდე (შესაძლო გაგრძელებით).

ცნობისთვის, 2010-2014 წლებში ქართველი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების 26 შემთხვევა გამოვლინდა. ამ ინციდენტების გამო, ჯარიმის დასაფარად, საქართველომ საერთაშორისო სპორტული ფედერაციების სასარგებლოდ 100,000 აშშ დოლარი და 30,000 შვეიცარიელი ფრანკი გადარიცხა. ასევე, უნდა აღინიშნოს, ამ ინციდენტებით გამოწვეული სხვა ზიანი, რომელიც სპორტულ საზოგადოებას მიადგა, ჩვენი გათვლებით  ასეულ ათას ლარს შეადგენს (სპორტსმენის მომზადებაზე გაწეული მატერიალური და არამატერიალური რესურსი).

მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" და „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" იუნესკოს საერთაშორისო კონვენციის შესრულების მიმართულებით, საქართველოს ანტი-დოპინგური პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის საჭიროა სამართლებრივი სივრცის შექმნა და სხვა ღონისძიებების გატარება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის სპორტის სფეროში, მათ შორის დიპინგსაწინააღდმეგო პოლიტიკის მიმართულებით. ამ მიზნით, მიმდინარე წლის მაისში, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ექპერტები ქართველ კოლეგებს ცოდნას და საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ.

საკონტაქტო პირი: ანატოლი კორეპანოვი, ექპერტთა ჯგუფის კოორდინატორი. ტელ: 225 84 92; ელ.ფოსტა: a.korepanovi@msy.gov.ge



ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 დეკემბერი 02
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით, საქართველოს 2-3 დეკემბერს ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექპერტები სტუმრობენ.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 მაისი 28
სემინარი  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის მისიის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორქმა გახსნეს.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2014 მარტი 10
10 მარტს სპორტკომპლექს არენაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება მკლავჭიდში ახალგაზრდებს შორის.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2013 ნოემბერი 07
საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ორგანიზებით, UNESCO-ს სპორტში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 7 ნოემბერს სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში სპორტული ფედერაციებისათვის ჩატარდება სემინარი  თემაზე - „დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს და ჯანმრთელი კვების უპირატესობა".                
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2013 სექტემბერი 10
10 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელებმა ქართველი მორაგბეებისთვის სემინარი გამართეს. სემინარის სახელწოდეაა: დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს. სემინარს დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების, შვიდკაცას,  ქალთა და ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეები, ექიმები და მწვრთნელები.