სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მინისტრმა სპორტში ანტიდოპინგის პოლიტიკის განვითარების სემინარი გახსნა

თარიღი: 2015 მაისი 28



28 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირის ორგანიზებით სასტუმრო "სიმპათიაში" 2-დღიანი სემინარი დაიწყო თემაზე - „სპორტში ანტი-დოპინგის პოლიტიკის განვითარება".

სემინარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის მისიის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორქმა გახსნეს.

სემინარი მიზნად ისახავს დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის შესახებ მონაწილეთა პროფესიული ცოდნის ამაღლებასა და საქართველოში ანტი-დოპინგის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობას. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ სპორტული მოძრაობის, აკადემიური წრეების, საჯარო უწყებებისა და პარლამენტის, ასევე სხვადასხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები. ღონისძიებას უძღვება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 6 ექპერტი.

სემინარის ფარგლებში მონაწილეები, ევროპის კარგი გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავებენ წინადადებებს საქართველოში 2016-2020 წლებისთვის დოპინგსაწინააღმდეგო სტრატეგიის თაობაზე.

ნიშანდობლივია, რომ დოპინგის შემცველი ნივთიერებების გამოყენება ბოლო პერიოდში დიდ პრობლემად იქცა ქართულ სპორტში, რაზეც ქართველი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების შემთხვევების სიმრავლე და საქართველოს მიერ საერთაშორისო ფედერაციებისა თუ სპორტული ორგანიზაციების სასარგებლოდ, ჯარიმის სახით, გადარიცხული თანხები მეტყველებს.

2010-2014 წლებში ქართველი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების 16 შემთხვევა გამოვლინდა, ეს შემთხვევები როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ სპორტულ სახეობებში დაფიქსირდა.  ამ წლებში, საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენთა არაკეთილსინდისიერი საქციელის გამო, სახელმწიფომ რამდენიმე ასეული ათასი ლარით იზარალა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ფულადი ჯარიმის გარდა, ფუჭად დაიხარჯა სახელმწიფოს მხრიდან სპორტსმენების მომზადებაზე გაწეული მატერიალური და არამატერიალური რესურსი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ანტი-დოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ჩამოაყალიბა ანტი-დოპინგური პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექპერტთა სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის ამოცანაა 2015 წლის ბოლომდე შეიმუსავოს სტრატეგიის დოკუმენტი და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პროექტი.

სემინარი მეორე სამუშაო დღეს, 29 მაისს ასევე 09:00 საათიდან დაიწყება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

მარიამ ოსაძე
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
მობ: (+995 592) 68-33-68 E-mail: m.osadze@msy.gov.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 დეკემბერი 02
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით, საქართველოს 2-3 დეკემბერს ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექპერტები სტუმრობენ.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 აპრილი 27
27 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა „საქართველოში დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის განვითარებისა და სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბების" მიზნით მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრა. ჯგუფი აერთიანებს საჯარო უწყებების, სპორტული ფედერაციების, სპორტული მედიცინისა და აკადემიური წრეების 30 წარმომადგენელს.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2014 მარტი 10
10 მარტს სპორტკომპლექს არენაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება მკლავჭიდში ახალგაზრდებს შორის.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2013 ნოემბერი 07
საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ორგანიზებით, UNESCO-ს სპორტში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 7 ნოემბერს სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში სპორტული ფედერაციებისათვის ჩატარდება სემინარი  თემაზე - „დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს და ჯანმრთელი კვების უპირატესობა".                
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2013 სექტემბერი 10
10 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელებმა ქართველი მორაგბეებისთვის სემინარი გამართეს. სემინარის სახელწოდეაა: დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს. სემინარს დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების, შვიდკაცას,  ქალთა და ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეები, ექიმები და მწვრთნელები.