სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ევროპის საბჭოს დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის ექსპერტები სამინისტროს სტუმრობენ

თარიღი: 2015 დეკემბერი 02



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით, საქართველოს 2-3 დეკემბერს ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექსპერტები
სტუმრობენ.

ექსპერტთა ვიზიტი მიზნად ისახავს ქართული მხარის მიერ ახლად შემუშავებული პროექტის „საქართველოს დოპინგსაწინააღმდეგო სტრატეგია 2016-2020" თაობაზე  წინადადებების შემუშავებას. ამასთან, ვიზიტის შედეგად, ევროპელი ექსპერტები მოამზადებენ რეკომენდაციების პაკეტს საქართველოში „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" დებულებათა ეფექტიანი შესრულებისთვის.

ევროპის საბჭოს ექსპერტთა დელეგაციის წევრებმა პირველი შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 2 დეკემბერს გამართეს, შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ანტიდოპინგური სააგანტოს გენერალური მდივანი თემურ უკლება,ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ანატოლი კორეპანოვი,სამინისტროს წარმომადგნელბეი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ევროპის საბჭოს ექსპერტთა დელეგაციის წევრები არიან: მაიკლ პეტრუ, დელეგაციის ხელმძღვანელი (კვიპროსი); რაფალ პიხოტა,  (პოლონეთი); ივ დეფური, (ბელგია); ქრისტინა ფრის იოჰანსენი (დანია); მეხრი გაფარ-ზადა, ევროპის საბჭოს სპორტული კონვენციის სამსახურის კოორდინატორი.

2-დღიანი ვიზიტის მსვლელობისას, ევროპის საბჭოს ექპერტები გამართავენ 10 შეხვედრას, მათ შორის საჯარო უწყებებისა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის, სპორტული ორგანიზაციებისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან, სპორტის მუშაკებთან - მწვრთნელებთან, ექიმებთან, ვეტერან და მოქმედ სპორტსმენებთან. შეხვედრებისას განხილული იქნება საქართველოში დოპინგის შემთხვევათა აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, არსებული პოლიტიკა და სამართლებრივი ბაზა, საგანმანათლებლო პროექტები და ორგანიზაციების ფუნქცია-მოვალეობები.

აღსანიშნავია, რომ 2010-2015 (ივნისის მდგომარეობით) წლებში ქართველი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების 28 შემთხვევა გამოვლინდა. ამ ინციდენტების გამო, ჯარიმის დასაფარად, საქართველომ საერთაშორისო სპორტული ფედერაციების სასარგებლოდ 100,000 აშშ დოლარი და 30,000 შვეიცარიელი ფრანკი გადარიცხა. ასევე, უნდა აღინიშნოს, ამ ინციდენტებით გამოწვეული სხვა ზიანი, რომელიც ქართულ სპორტულ საზოგადოებას მიადგა, ჩვენი გათვლებით ის  ასეულ ათას ლარს შეადგენს (სპორტსმენის მომზადებაზე გაწეული მატერიალური და არამატერიალური რესურსი).

მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" და „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" იუნესკოს საერთაშორისო კონვენციის შესრულების მიმართულებით, ქართულ სპორტში დოპინგის გამოყენება კვლავ რჩება მწვავე პრობლემად.

ვითარების გამოსწორების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის მაისში „საქართველოში დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის განვითარების" მიზნით ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა. ჯგუფი აერთიანებს საჯარო უწყებების, სპორტული ფედერაციების, სპორტული მედიცინისა და აკადემიური წრეების 30 წარმომადგენელს. ქართველ ექსპერტთა 6-თვიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა დოკუმენტის პროექტი „საქართველოს დოპინგსაწინააღმდეგო სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის: სპორტი დოპინგის გარეშე!", რომელშიც გათვალისწინებულია სფეროში ჩართული ორგანიზაციების შენიშვნები.

სტრატეგიის მიზანს საქართველოში ეფექტიანი, წარმატებულ ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკისა და შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა წარმოადგენს.

ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექსპერტთა მიერ სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით მოწოდებული წინადადებების გათვალისწინების შემდგომ, დოკუმენტი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის გარდა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან, გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმების 368-ე მუხლი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას სპორტის სფეროში, მათ შორის დოპინგსაწინააღდმეგო პოლიტიკის მიმართულებით. 2015 წლის 28-29 მაისში, ევროკავშირის ორგანიზებით საქართველოში მოეწყო სემინარი, რომლის ფარგლებში ევროკავშირის ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს დოპინგის სფეროში კარგი ევროპული გამოცდილება გაუზიარეს.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 მაისი 28
სემინარი  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის მისიის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორქმა გახსნეს.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 აპრილი 27
27 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა „საქართველოში დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის განვითარებისა და სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბების" მიზნით მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრა. ჯგუფი აერთიანებს საჯარო უწყებების, სპორტული ფედერაციების, სპორტული მედიცინისა და აკადემიური წრეების 30 წარმომადგენელს.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2014 მარტი 10
10 მარტს სპორტკომპლექს არენაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება მკლავჭიდში ახალგაზრდებს შორის.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2013 ნოემბერი 07
საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ორგანიზებით, UNESCO-ს სპორტში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 7 ნოემბერს სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში სპორტული ფედერაციებისათვის ჩატარდება სემინარი  თემაზე - „დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს და ჯანმრთელი კვების უპირატესობა".                
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2013 სექტემბერი 10
10 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელებმა ქართველი მორაგბეებისთვის სემინარი გამართეს. სემინარის სახელწოდეაა: დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს. სემინარს დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების, შვიდკაცას,  ქალთა და ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეები, ექიმები და მწვრთნელები.