სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ანტიდოპინგურმა სააგენტომ სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა

თარიღი: 2012 თებერვალი 06



საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელობამ, 6 თებერვალს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს ანტიდოპინგური სააგენტოს პრეზიდენტმა - პალიკო კასრაძემ და სამინისტროს აპარატის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა უპასუხეს. ყურადღება დაეთმო მსოფლიოს ანტიდოპინგური საგენტოს - WADAS იმ მითითებს და რეკომენდაციებს, რასაც WADA მისი წევრი ქვეყნების მიმართ გასცემს მიმდინარე, ოლიმპიურ ციკლში სპორტსმენთათვის დიპონგ-ტესტების ჩატარების კუთხით.



ჟურნალისტებთან შეხვედარზე ასევე საუბარი იყო WADA-ს ორგანიზებით ქუვეითში ჩატარებულ რეგიონული ანტი-დოპინგური ორგანიზაციების შეხვედრაზე, სადაც საქართველოს პრეზენტაციამ მაღალი შეფასება დაიმსახურა.   აღსანიშნავია, რომ საქართველოს სააგენტო აღმოსავლეთ-ევროპის რეგიონულ ანტიდოპინგურ ბიუროს ხელმძღვანელობს.

პავლე კასრაძე:" ახლახანს WADA-ს ორგანიზებით ქუვეითში ჩატარდა რეგიონული ანტი-დოპინგური ორგანიზაციების შეხვედრა, სადაც საქართველოს პრეზენტაციამ მაღალი შეფასება დაიმსახურა. მოგეხსენებათ, საქართველოს სააგენტო აღმოსავლეთ-ევროპის რეგიონული ანტიდოპინგური ბიუროს ხელმძღვანელია, რაც საშუალებას გვაძლევს 8 ქვეყნის სახელით ვილაპარაკოთ და  დღის წესრიგში სხვადასხვა საკითხები დავაყენოთ, რომელსაც სერიოზული მხარდაჭერა ექნება".

ირაკლი სამყურაშვილი:" ანტი-დოპინგური სააგენტოს საქმიანობას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და სამინისტროს მხარდაჭერით სარგებლობდა. მითუმეტეს, ახლა როდესაც ოლიმპიური წელიწადია და ანტიდოპინგური სააგენტოს როლი გაორმაგდება. მსოფლიოში სულ 15 რეგიონალური სააგენტოა შექმნილი და მათგან ერთ-ერთი საქართველოშია. ქუვეითის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ თავისი საქმიანობით მოწონება და დაიმსახურა".

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 დეკემბერი 02
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით, საქართველოს 2-3 დეკემბერს ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექპერტები სტუმრობენ.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 მაისი 28
სემინარი  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის მისიის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორქმა გახსნეს.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 აპრილი 27
27 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა „საქართველოში დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის განვითარებისა და სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბების" მიზნით მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრა. ჯგუფი აერთიანებს საჯარო უწყებების, სპორტული ფედერაციების, სპორტული მედიცინისა და აკადემიური წრეების 30 წარმომადგენელს.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2014 მარტი 10
10 მარტს სპორტკომპლექს არენაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება მკლავჭიდში ახალგაზრდებს შორის.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2013 ნოემბერი 07
საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ორგანიზებით, UNESCO-ს სპორტში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 7 ნოემბერს სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში სპორტული ფედერაციებისათვის ჩატარდება სემინარი  თემაზე - „დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს და ჯანმრთელი კვების უპირატესობა".