სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კასრაძე აღმოსავლეთ-ევროპის რეგიონალური ანტი-დოპინგური ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს

თარიღი: 2012 აპრილი 24



მოლდოვას დედაქალაქ კიშინოვში ჩატარდა აღმოსავლეთი ევროპის რეგიონალური ანტი-დოპინგური ორგანიზაციის (აერადო) საბჭოს წევრების სხდომა, რომელიც ორგანიზებული იყო მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ, ხოლო შეხვედრას მასპინძლობდა მოლდოვეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტისა სამინისტრო. 

სხდომაზე განხილული იქნა აერადო-ს 2011 წლის ანგარიში და პროფესორი პავლე კასრაძე (საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე) არჩეული იქნა ორგანიზაციის თავმჯდომარედ ორი წლის ვადით. ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა საქართველოს ატიდოპინგური სააგენტოს გენერალური მდივანი - თეიმურაზ უკლება, ხოლო ორგანიზაციის მენეჯერად - თამარ სვანიშვილი. 

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლებმა - ტომ მეიმ, პროგრამის განვითარების მთავარი მენეჯერი, და ფრედერიკ დონცემ,   დადებითად შეაფასეს აერადო-ს მიერ გაწეული სამუშაო და განსაკუთრებით აღნიშნეს საქრთველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერა აერადო-ს ოფისისადმი, რომელიც განთავსებულია თბილისში. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აგრეთვე მოლდოვას რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა - იონ სებანუმ. საბჭოს სხდომაზე შემუშავებული და დამტკიცებული იქნა აერადო-ს 4-წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა. 

საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 დეკემბერი 02
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით, საქართველოს 2-3 დეკემბერს ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექპერტები სტუმრობენ.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 მაისი 28
სემინარი  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის მისიის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორქმა გახსნეს.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 აპრილი 27
27 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა „საქართველოში დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის განვითარებისა და სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბების" მიზნით მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრა. ჯგუფი აერთიანებს საჯარო უწყებების, სპორტული ფედერაციების, სპორტული მედიცინისა და აკადემიური წრეების 30 წარმომადგენელს.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2014 მარტი 10
10 მარტს სპორტკომპლექს არენაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება მკლავჭიდში ახალგაზრდებს შორის.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2013 ნოემბერი 07
საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ორგანიზებით, UNESCO-ს სპორტში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 7 ნოემბერს სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში სპორტული ფედერაციებისათვის ჩატარდება სემინარი  თემაზე - „დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს და ჯანმრთელი კვების უპირატესობა".