სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სპორტული მედიცინის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

თარიღი: 2013 ივნისი 28

28-30 ივნისს, მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში - „მუზა", საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება კონფერენცია სახელწოდებით „სპორტული მედიცინა, რეაბილიტაცია, ფიზმომზადება და დოპინგსაწინააღმდეგო ღონისძიებები - აქტუალური საკითხები".

კონფერენცია 28 ივნისს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მთავარმა ექიმმა და სპორტული მედიცინის ასოციაციაციის გენერალურმა მდივანმა - ზურაბ კახაბრიშვილმა გახსნა.

კონფერენციის მონაწილეები 6 თემაზე მსჯელობენ: სპორტული კვება, დოპინგი, ტრავმატიზმი სპორტში, ტრავმისშემდგომი რეაბილიტაცია, სპორტული ფსიქოლოგია, ფიზმომზადება სათამაშო სახეობებსა და ორთაბრძოლებში.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, პოლონეთის და გერმანიის სპორტის მუშაკები, მათ შორის გერმანიის ოლიმპიური გუნდის ექიმი ალბერტ გუზბახერი, პოლონეთის სპორტული გუნდების ფიზმომზადების მწვრთნელი დანიელ კურკო, ბელარუსის სამედიცინო-სადამკვირვებლო კომისიის ხელმძღვანელი ანატოლი კრუჩინსკი და წევრი ნატალია შიროვა, სომხეთის დოპინგსაწინააღმდეგო ლაბორატორიის მესვეური ალეგ ოვანესიანი.

კონფერენციას ესწრებიან სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, სხვადასხვა საავადმყოფოების ქირურგები და სპორტული გუნდების ექიმები.



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 დეკემბერი 02
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით, საქართველოს 2-3 დეკემბერს ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექპერტები სტუმრობენ.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 მაისი 28
სემინარი  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის მისიის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორქმა გახსნეს.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 აპრილი 27
27 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა „საქართველოში დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის განვითარებისა და სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბების" მიზნით მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრა. ჯგუფი აერთიანებს საჯარო უწყებების, სპორტული ფედერაციების, სპორტული მედიცინისა და აკადემიური წრეების 30 წარმომადგენელს.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2014 მარტი 10
10 მარტს სპორტკომპლექს არენაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება მკლავჭიდში ახალგაზრდებს შორის.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2013 ნოემბერი 07
საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ორგანიზებით, UNESCO-ს სპორტში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 7 ნოემბერს სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში სპორტული ფედერაციებისათვის ჩატარდება სემინარი  თემაზე - „დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს და ჯანმრთელი კვების უპირატესობა".