სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ანტიდოპინგური სააგენტოს სემინარი მორაგბეებისთვის

თარიღი: 2013 სექტემბერი 10

10 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელებმა ქართველი მორაგბეებისთვის სემინარი გამართეს. სემინარის სახელწოდებაა: დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს. სემინარს დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების, შვიდკაცას, ქალთა და ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეები, ექიმები და მწვრთნელები.

ანტიდოპინგურმა სააგენტომ მორაგბეებთან შეხვედრამდე აღნიშნული სემინარი საქართველოს რვა რეგიონულ ცენტრში ჩაატარა და მწვრთნელებს, სპორტსმენებს, ექიმებს და ზოგადად სპორტთან დაკავშირებულ პირებს გამოცდილება გაუზიარა.

რეგიონებში ჩატარებულმა სემინარმა დიდი ინტერესი გამოიწვია, შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. სემინარები ტარდება UNESCO- სპორტში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 დეკემბერი 02
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით, საქართველოს 2-3 დეკემბერს ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექპერტები სტუმრობენ.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 მაისი 28
სემინარი  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის მისიის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორქმა გახსნეს.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 აპრილი 27
27 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა „საქართველოში დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის განვითარებისა და სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბების" მიზნით მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრა. ჯგუფი აერთიანებს საჯარო უწყებების, სპორტული ფედერაციების, სპორტული მედიცინისა და აკადემიური წრეების 30 წარმომადგენელს.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2014 მარტი 10
10 მარტს სპორტკომპლექს არენაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება მკლავჭიდში ახალგაზრდებს შორის.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2013 ნოემბერი 07
საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ორგანიზებით, UNESCO-ს სპორტში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 7 ნოემბერს სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში სპორტული ფედერაციებისათვის ჩატარდება სემინარი  თემაზე - „დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს და ჯანმრთელი კვების უპირატესობა".