სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სპორტული ფედერაციებისათვის ანტიდოპინგის სემინარი გაიმართა

თარიღი: 2013 ნოემბერი 07



საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ორგანიზებით, UNESCO-ს სპორტში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 7 ნოემბერს სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში სპორტული ფედერაციებისათვის ჩატარდება სემინარი  თემაზე - „დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს და ჯანმრთელი კვების უპირატესობა".

სემინარი განკუთვნილია სპორტსმენებისათვის, მწვრთნელებისათვის, სამედიცინო პერსონალისათვის, სპორტის მესვეურთათვის, სპორტული ჟურნალისტებისა და ფარმაცევტებისათვის.

სემინარზე დამსწრე პირებისათვის მომზადდა ბუკლეტი სახელწოდებით - „დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს და ჯანმრთელი კვების უპირატესობა",  ლიფლეტები -  „ანტი-დოპინგი", „დოპინგ კონტროლის პროცესი", „თერაპიული გამოყენების გამონაკლისი", „სპორტსმენის ადგილსამყოფელი" , რაც ურიგდებათ სემინარის მონაწილეებს.

ანტიდოპინგური სააგენტოს ორგანოზებით დღეისათვის ჩარტარებულია 23 სემინარი, საქართველოს რეგიონალურ ცენტრებში (დუშეთი,თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი,და ფოთი)  და თბილისში ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლებთან, საკვები დანამატების და მათი გამოყენების საფრთხეების, დოპინგის ჩვევის პრევენციის,   დაბალანსებული კვების და ჯანმრთელი დიეტის უპირატესობის შესახებ.  სულ სემინარებში მონაწილეობა მიიღო700-მდე დაინტერსებულმა პირმა.

სემინარის მომხსენებლები:

თეიმურაზ უკლება
- ევროკავშირის ექსპერტი. საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტოს ვიცე -თავმჯდომარე. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტი-დოპინგური ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.

პავლე კასრაძე
-პროფესორი. საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე. სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის განყოფილების გამგე. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტი-დოპინგური ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარე

თამარ სვანიშვილი
-საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კათედრის პროფესორი. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ანტი-დოპინგური ორგანიზაციის მენეჯერი.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური        

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 დეკემბერი 02
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით, საქართველოს 2-3 დეკემბერს ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექპერტები სტუმრობენ.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 მაისი 28
სემინარი  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის მისიის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორქმა გახსნეს.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2015 აპრილი 27
27 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა „საქართველოში დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის განვითარებისა და სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბების" მიზნით მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრა. ჯგუფი აერთიანებს საჯარო უწყებების, სპორტული ფედერაციების, სპორტული მედიცინისა და აკადემიური წრეების 30 წარმომადგენელს.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2014 მარტი 10
10 მარტს სპორტკომპლექს არენაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება მკლავჭიდში ახალგაზრდებს შორის.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2013 სექტემბერი 10
10 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელებმა ქართველი მორაგბეებისთვის სემინარი გამართეს. სემინარის სახელწოდეაა: დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს. სემინარს დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების, შვიდკაცას,  ქალთა და ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეები, ექიმები და მწვრთნელები.