სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ხორვატიის ქალაქ რიეკაში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მოასპარეზე 25 ქართველ მოჭადრაკეს შორის ოთხი ქუთაისელი მოჭადრაკე ასპარეზობს. ქალებში ნანა ძაგნიძე, ინგა ჭარხალაშვილი და მერი არაბიძე გამოდიან, კაცებში კი დავით ბენიძე. ბენიძე და არაბიძე ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელები არიან და ხორვატიაში თავიანთ მწვრთნელთან ალექსანდრე არსენიძესთან ერთად იმყოფებიან. 
ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდა დედის დღისა და ქალთა  საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქალაქო ღია პირველობა ფუტზალში (მინი ფეხბურთში) გოგონებს შორის. შეჯიბრება, რომლის ორგანიზატორიც ქუთაისის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და განათლების საქალაქო სამსახური გახლდათ,  12 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 8 მარტს დასრულდა.  
რამდენიმე დღის წინ ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი ბირთვი მიმდინარე სეზონში სწორედ ამ შეჯიბრებიდან ირჩეოდა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე წარმატებებს ჩვეული ამ ნაკრების წლევანდელ გეგმებზე და უშუალოდ ქვეყნის ჩემპიონატის შესახებ სასაუბროდ თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელს -  ნუგზარ სხირელს მივმართეთ.
"ვერასოდეს წარმომედგინა, რომ გორში ჩოგბურთის კორტებს გააკეთებდნენ. აქ უფრო სხვა სახეობებია პოპულარული. დღევანდელ დღეს ისტორიულად ვთვლი. შიდა ქართლში ნიჭიერი ახალგაზრდობაა და მჯერა ისინი ისევე წარმატებულად აითვისებენ ჩოგბურთსაც" - განაცხადა გორში გამართულ შიდა ქართლის ჩოგბურთის ფედერაციის დამფუძნებელ ყრილობაზე საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა - ზურაბ ქაცარავამ. 
სეულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორის - მაია აზარაშვილის თასის გათამაშება სამეგრელოში უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. მარტვილისა და ჩხოროწყუს შემდეგ ესტაფეტა ამჯერად წალენჯიხას ერგო. ტურნირში, რომელიც 24 ოქტომბერს წალენჯიხის ცენტრალურ გამზირზე გაიმართა, სამეგრელო-ზემო სვანეთის 7 რეგიონის 200-მდე სხვადასხვა ასაკის გოგონებმა და ბიჭებმა მიიღეს მონაწილეობა.  
24 ოქტომბერს გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში გაიმართა დურმიშხან ბერუაშვილის სახელობის ტურნირი ძიუდოში. შეჯიბრებაში მონაწილეობას 1993-1996 წწ-ში დაბადებული ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 100-ზე მეტი მოჭიდავე იღებდა. გორის, ქარელის, კასპის, სამაჩაბლოს, ბორჯომის, მარნეულის, ზესტაფონის, საგარეჯოს და თბილისის ძიუდოს სკოლათა წარმომადგენლები ცხრა წონით კატეგორიაში არკვევდნენ საუკეთესოთა ვინაობას.  
გორის ჩოგბურთის კორტებზე, რომელიც უკვე ერთი წელია გაიხსნა 15 ოქტომბერს პირველი ტურნირი გაიმართა. სადებიუტო შეჯიბრება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით მოეწყო სახელწოდებით - Gori University Open 2009". საუკეთესოები გამოვლინდნენ როგორც სტუდენტთა ისე სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებელთა შორის. 
17 ივლისს კასპის რაიონის სოფელმა ხოვლემ ქართულ ჭიდაობაში საქართველოს გუნდური ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც ცნობილი მწვრთნელის, ძიუდოში ოლიმპიური თამაშების ორი გამარჯვებულის -დავით ხახალეიშვილისა და ირაკლი ცირეკიძის აღმზრდელის - ომარ მერაბიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ჩემპიონატის გამარჯვებული მცხეთა-მთიანეთის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში თბილისი 3:2 დაამარცხა. 
11-12 ივლისს ფოთში ქალაქის სპორტის სამსახურის და კრივის სკოლის თაოსნობით ჩატარდა წარსულში გამოჩენილი მოკრივის, ზურაბ სარსანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი კრივში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის, თბილისის, გორის, ბათუმის, სპორტული კლუბი "დ.კ.დ. (თბილისი) და ფოთის გუნდები. ტურნირი ჩატარდა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის დიპლომებით და მედლებით.